528423_228059273985296_707202534_n

18 მაისს თბილისში  მეორედ აღინიშნება ქუჩის მუსიკის დღე, რომელშიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკოსები  რუსთაველის გამზირსა და ტაბიძის ქუჩაზე დაუკრავენ 16:00-დან 22:00 საათამდე. ქუჩის მუსიკის დღეში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი მუსიკოსს კვალიფიკაციისა და ჟანრის მიუხედავად. 

ქუჩის მუსიკის დღე 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ძალიან ბევრი მუსიკოსი და შემსრულებელი ლიტვის სხვადასხვა ქალაქში გამოდის ქუჩაში და უკრავს ან მღერის.  2007 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად ვილნიუსში ჩატარდა, 2009 წელს კი ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. ფესტივალში მონაწილეობა 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო.
დამფუძნებლის, ანდრიუს მამონტოვასის სურვილი იყო, ევროპის სხვა ქვეყებშიც გამართულიყო ქუჩის მუსიკის დღე. მალე ამ მუსიკალურ მოძრაობას ბელორუსია და ლატვიაც შეუერთდა.

2012 წელს პირველად აღინიშნა თბილისშიც.

2013 წლისთვის უკვე დარეგისტრირებულია 22 მონაწილე მუსიკოსი.

Facebook

Leave a Reply