DSC_028117 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც თავისფლების მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, დაწყებამდე დაარბიეს სასულიერო პირებმა და მათმა თანამოაზრეებმა, რომლებმაც 16 მაისის საღამოდან დაიკავეს ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები აქციის ჩატარებას პუშკინის სკვერში, დღის პირველი საათისთვის გეგმავდნენ. მიუხედავად მობილიზებული სამართალდამცავების დიდი რაოდენობისა, მათ აქციის დარბევას ხელი არ შეუშალეს. საკუთარი ძალაუფლება მათ  მხოლოდ ტერიტორიიდან ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების ტერიტორიიდან გასაყვანად გამოიყენეს. 

აქციის დარბევის შედეგად დაშავებულია 20-მდე პირი.სასულიერო პირები მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით აქციის შემდეგ მრევლთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.

ძალადობის ორგანიზატორი სასულიერო პირებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დგას.

DSC_0230

DSC_0235 DSC_0237 DSC_0239 DSC_0252 DSC_0253 DSC_0254 DSC_0255 DSC_0256 DSC_0258 DSC_0259 DSC_0260 DSC_0261 DSC_0262 DSC_0263 DSC_0271 DSC_0272 DSC_0281 DSC_0294 DSC_0299 DSC_0304

3 Responses

Leave a Reply