24 მაისს, დედაენის პარკში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დაგეგმილი აქცია, არა თეოკრატიას გაიმართა, რომელიც მიმართული იყო რელიგიური ფუნდამენალიზმისა და რადიკალური ნაციონალიზმის წინააღმდეგ, რამაც ბოლო დროის მოვლენებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი.

აქცია საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა და მშვიდობაინად დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად იმართებოდა “ეროვნული ფრონტის” ორგანიზებული კონტაქცია. ორივე აქციაზე სამართალდამცავების საკმაო რაოდენობა იყო მობილიზებული, რომლებიც 17 მაისის აქციისგან განსხვავებით ამჯერად ხელკეტებით იყვნენ შეირაღებულები.

აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია “იმედმა” დღის ეთერში აქცია არა თეოკრატიას ლგბტ პირების მიერ ორგანიზებულ აქციად გამოაცხადა. შეცდომის გამო იმედმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა პრეცედენტი, მედიის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მდგომარეობის გამწვავების, პრეცედენტად დარჩა.

IMG_5174 IMG_5172 IMG_5170 IMG_5169 IMG_5168 IMG_5167 IMG_5166

Leave a Reply