Tbilisi Open Air 2013

მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან იმართება ზაფხულის დასაწყისში და ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს აერთიანებს, წელს ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალში  ამჯერად ქართველი მუსიკოსებიდან მხოლოდ 2012 წლის Altervision Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული Kid Jesus მონაწილეობდა, რომელსაც  Black Strobe და ბრიტანული ბენდი The Subways მოყვა. 

 Kid Jesusდინამო არენაზე შეკრებული მელომანებისთვის მთავარი მოვლენა მაინც როკის ლეგენდად აღიარებული ჯგუფი, Deep Purple აღმოჩნდა, რომლის ერთგული მსმენელების უმეტესობამ მათი გამოსვლის შემდეგ მუსიკოსებთან ერთად დატოვეს ფესტივალი.

DSC_0463

შესაბამისად, DJ Magazine-ის მიერ ორგზის მსოფლიოს საუკეთესო დიჯეიებად შერაცხულ, კალიფორნიაში მცხოვრებ ებრაულ ელექტრონულ ბენდ Infected Mushroom-ს საკმაოდ  ცოტა, მაგრამ ენერგიული პუბლიკა დახვდა, რომელიც კიდევ უფრო შემცირდა Massive Attack-ისა და მუსიკალური მიმდინარეობა  ტრიპ პოპის დამაარსებლის, Tricky-ის გამოსვლამდე. ის, ვინც ამ დრომდე გაძლო, მუსიკოსმა სცენაზე მოიხმო და საქართველოს დროშაში გახვეულმა ერთგვარი ხალხმრავალი პერფორმანსი გამართა.

ფესტივალის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ის თანამედროვე ელექტრონული ბენდის, Modeselektor-ის გარეშე დასრულდა. ვინაიდან ფესტივალის ორგანიზატორებს ამ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, ცნობილი ბენდის სცენაზე არაუსვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია.

Infected Mushroom

Infected Mushroom

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ფესტივალი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ყველაზე მასშტაბური ალტერნატიული და თანამედროვე მუსიკის ფესტივალია, რომელიც წლიდან წლამდე ცდილობს თავისი ნიშის დაკავებას და იზიდავს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მსმენელს. ფესტივალი ასევე კარგი პლატფორმაა მუსიკოსებისთვის, რომლებიც მასში იღებენ მონაწილეობას.

DSC_0512

DSC_0462 DSC_0490 DSC_0565 DSC_0583

3 Responses

Leave a Reply