ორი თვით ადრე დანონსებული კონცერტები, რომელიც რუს მეგა ვარსკვლავს ივლისის ბოლოს თბილისსა და ბათუმში უნდა გაემართა, ჩაიშალა.

“вчера в 16 часов мне сообщили ,что концерты в Грузии невозможны в связи с отсутствием необходимого звукового и светового оборудования. новость меня обескуражила и расстроила. Грузия,сожалею! более подробную информацию вам предоставит компания С.А.Т. у меня же начался отпуск”- დაწერა მომღერალმა თავის საიტზე, კომპანია, კი, რომელიც კონცერტის ორგანიზატორი იყო, Facebook-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაგეგმილი ივენთების ორგანიზატორი  და Live Concerts-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიტველი კირილ ხიმიჩევი, რომელიც ამავდროულად მცხეთაში ჩატარებული ოაზისის ფესტივალის ორგანიზატორიც იყო, დაგროვილი ვალებისა და ფინანსური პრობლემების გამო გაიქცა.

1045165_10151783256161264_65357722_n

გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: “ჩვენთვის ყველასთვის სამწუხაროდ მოხდა ასეთი ფაქტი,რომ კონცერტის ორგანიზატორი Live Concerts დამფუძნებელი და დირექტორი (კირილ ხიმიჩევი) გაიქცა! ის ასევე იყო oasis festivat mtskheta-ს ორგანიზატორი,რომელსაც დაუგროვდა ძალიან ბევრი ვალები რის გამოც მიატოვა ზემფირას კონცერტის ორგანიზება და გაიქცა სავარაუდოდ თავის სამშობლოში, ლატვიაში! შეგიძლიათ ეძებოთ! ვინდაიდან და რადგანაც ზემფირას პროდუსერები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს,რომლებმაც შარშან ჩაატარეს ზემფირას კონცერტი ტრიუმფში.ქართული მხარე დღემდე ცდილობდა ამ კონცერტების გადარჩენას და ახლაც ცდილობს,მიდიოდა მოლაპარაკებები კონცერტის თარიღის შეცვლაზე რადგანაც 22 ივლისამდე ვერ ხერხდებოდა აპარატურის თბილისში ჩამოტანა! რადგანაც ქართველ ორგანიზატორებს კარგი დამოკიდებულება აქვთ მომღერლის კოლექტივთან ისინი ცდილობდნენ ერთობლივად როგორმე ამ კონცერტების შენარჩუნებას! ”

ჯერჯერობით უცნობია, დააბრუნებენ თუ არა გაყიდული ბილეთების საფასუს უკან ან გაიმართება თუ არა ზემფირას კონცერტი უახლოეს მომავალში.

Leave a Reply