საზაფხულო ნამცხვარი – ატმის ტარტი Foodography-სგან.
მასალა:

300 გრ ფენოვანი ცომი,
800 გრ ატამი,
2 კვერცხის გული,
60 გრ შაქარი,
შაქრიანი ვანილი
30 გრ ფქვილი
200 მლ რძე
(თუ ბეზეს გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ 2 კვერცხის ცილა+100 გრ შაქარი)
1014768_610132512338117_296757790_oმომზადება:
გააცხელეთ რძე, ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან და ვანილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი რძე, ურიეთ, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 3-4 წუთი, მუდმივად ურიეთ. გადმოდგით.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტარტის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ ცომი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 15 წუთი.
ამასობაში გათალეთ და დაჭერით ატამი.
გამოიღეთ ცომი, წაუსვით კრემი, დააწყვეთ ატამი და შეაბრუნეთ ღუმელში 20 წუთით.
გამომცხვარ ტარტს გადაუსვით შემთბარი გარგრის ჯემი ( პრიალა რომ გახდეს ატამი, თორემ საკმაოდ შეუხედავია, ან 2 კვერცხის ცილა, რომელიც მოგვრჩა კრემდან ათქვიფეთ გამაგრებამდე, დაუმატეთ შაქარი და კიდევ ურიეთ 5 წუთი. ბეზე გადაუსვით გამომცხვარ ტარტს და 3-4 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში, გრილის ქვეშ).

Leave a Reply