30 ივლისს კუს ტბის ასახვევთან მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, რითიც კვების ობიექტის აშენების მიზნით ხეების განადგურებას აპროტესტებდნენ. ხეების ამოთხრა მათი სხვაგან გადარგვის მიზნით, რაც ნარგავების გარდაუვალ დაზიანებას გამოიწვევდა, 29 ივლისს დაიწყო მერიის გამწვანების სამსახურმა, რასაც მაშინვე მოყვა პროტესტი.

30 ივლისის შემდეგ კი ნარგავებს საფრთხე აღარ ემუქრება, მათი ის ნაწილი, რაც ამოღებული იყო, ისევ ჩარგეს, აქციის მონაწილეებმა კი სიტყვიერი დაპირება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ, არ გადაიხედება ტერიტორიის შესყიდვისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის ხელშეკრულებები და პირობები, ნარგავებს საფრთხე აღარ დაემუქრება.photo (1) photo (2) photo (3) photo (4) photo (5) photo (6) photo (7) photo (9) photo (10) photo (11) photo (12) photo (13) photo (14) photo

Leave a Reply