უამინდობის გამო ჩაშლილი ბრიტანული ელექტრონული ბენდის კონცერტი, რომელიც Batumi summer set-ის ბოლო დღეს იყო დაგეგმილი და ამ ფესტივალის მთავარ მოვლენად ითვლებოდა, 20 სექტემბერს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილ ქარხანასთან გაიმართება. 

20 სექტემბერს, ისევე როგორც 24 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტზე,  ჯგუფ “FAITHLESS”-ის გარდა, ქართველი არტისტები  -VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; GIO SHENGELIA & SIKHA გამოვლენ სცენაზე.  ყველას, ვისაც უკვე აქვს ნაყიდი ბილეთი ან აბონემენტი, ივენთზე დასწრება მისი საშუალებით შეეძლება.

Faithless

Faithless

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში იქნება შესაძლებელი და 35 ლარი ეღირება, აქვე შეეძლებათ ბილეთების დაბრუნება იმ პირებს, რომლებსაც ბათუმში დაგეგმილი კონცერტისთვის ქონდათ ნაყიდი ბილეთი და თბილისში კონცერტს არ დაესწრებიან. უკან არ ბრუნდება მხოლოდ სამდღიანი აბონემენტების მფლობელების ბილეთში გადახდილი თანხა.

Leave a Reply