10 სექტემბრის მთავარი მოვლენები, რომლების მიმართაც  Facebook-ის მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ:

– თბილისის ქუჩებს დაერქვათ ვეფხისტყაოსნის გმირების სახელები; ამიერიდან შეიძლება თქვენ იცხოვროთ დავარის, ჭაშნაგირის ან მულღაზანზაროს ქუჩაზე.
– კვირის პალიტრის ჟურნალისტი უკმაყოფილოა ლაშა ბაქრაძის საქციელით, კერძოდ მას შემდეგ რაც თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ლაშა ბაქრაძის Facebook-ის პირად გვერდზე განთავსებული ცოლისა და შვილის ფოტო, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა უარი უთხრა ხსენებულ ჟურნალისტს კომენტარის გაკეთებზე ;
– პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ძალიან უყვარს ბავშვის სუნი;

– ჩინოვნიკები, რომლებმაც საჩუქრად მიიღეს Batumi Summer Set-ის ბილეთები, მათ უკან დაბრუნებას და თანხის ანაზღაურებას ითხოვენ ფილარმონიის სალაროებთან;
– ვან გოგის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს.

Leave a Reply