30 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა რეჟისორ რომან პოლანსკის სამანტა გეიმერმა გაუპატიურების გამო უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ამ ნაბიჯით მოძალადის დასჯაზე მეტად პოპულარობის მიღწევას გეგმავდა, 1977 წლიდან დღემდე დიდი არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში, მისი სახელი ისევ ერთეულებმა იციან, პოლანსკი კი მსოფლიო კინოს ვარკვლავია.   80 წლის პარიზში მცხოვრებ რეჟისორთან თავისი ურთიერთობის კიდევ ერთხელ გასახსენებლად, სამანტამ ავრობიოგრაფიული რომანი დაწერა, რომელიც ამერიკულ წიგნის მაღაზიებში ხვალიდან გამოჩნდება, ევროპაში კი ოქტომბრიდან გაიყიდება. 

Samantha-Geimer-und-Roman-Polanskiინციდენტის დროს სამანტა მაიერი 13 წლის იყო, შესაბამისად, პოლანსკის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს მისი ასაკი დამამძიმებელ გარემოებად დაემატა და პედოფილიაში ბრალდებულობის გამო ის იძულებულია უარი თქვას ამერიკაში ჩასვლაზე, სადაც დაპატიმრება ემუქრება.  მიუხედავად მოლოდინისა, მაიერი თავის რომანში, რომელსაც “გოგონა, რომელმა პოლანსკის ჩრდილში იცხოვრა” ქვია, პოლანსკის უარყოფით კონტექსტში თითქმის არ იხსენიებს.

წიგნის შეძენა ამაზონზე უკვე შესაძლებელია.

Leave a Reply