რუსი ფოტოგრაფის, ჟანა რომანოვას ფოტოსერია “ლოდინი” 40 ამბავს ყვება ოჯახებისას, რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან. 40 შერჩეულია კვირათა რაოდენობის მიხედვით, რაც ნაყოფს დედის მუცელში ყოფნისთვის ჭირდება.  თითოეულ ფოტოზე ასახულია მძინარე წყვილი – კაცი & ორსული ქალი . ფოტოები გადაღებულია ადრე დილით, როცა როგორც ჟანა ამბობს, ადამიანები ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ, როგორ გამოიყურებიან და როგორია მათი საცხოვრებელი სივრცე. ასეთი გარემო საუკეთესოა იმის დასანახად, რა დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის რეალურად. ფოტოების უმეტესობა შაბათ-კვირას დილის 5-6 საათზეა გადაღებული, ანუ მაშინ, როცა შეგიძლია თავს მშვიდად ძილის უფლება მიცე და სამსახურში არ გეჩქარება. image13138131794798620v

ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის ფოტოსესიის იდეამდე მას შემდეგ მივიდა, რაც რამდენიმე წლის წინ, მისი ყველა მეგობარი ერთად აღმოჩნდა ოჯახურ ცხოვრებაში ჩაბმული. ორსული მეგობრების სალაპარაკო თემა ძირითადად საყიდლები, სახლის მოწყობა, მათი მდგომარეობისდან გამომდინარე სირთულეები იყო. “პრობლემების გადაჭრას ყოველთვის ფოტოების საშუალებით ვცდილობ, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი ორსული ქალების ცხოვრებაზე.” image1313813179673726

გარდა მეგობრებისა, ჟანას ობიექტივის ქვეს მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გამოთქვეს სურვილი პროექტში მონაწილეობაზე.

“პროექტზე მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ყველა წყვილი, ვინც გადავიღე, 20-დან 30 წლამდე ადამიანები იყვნენ, დაბადებულები საბჭოთა კავშირში, მათი შვილები კი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც იმ ქვეყნის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან გაიგებენ. ასე გამოვიდა პროექტი არა მხოლოდ მძინარე წყვილების შესახებ, არამედ ახალგაზრდა ოჯახების კატალოგი, რომლებიც დიდ, თანამედროვე ქალაქში ცხოვრობენ.”

image13138131793446610 image13166180624522050 image13138131794124500dd image13138131795412700vv image13166180623809690 (1) image13138131792776560asd image13138131792017870 image131531994957904

16 Responses

  1. ninuca

    ბოლო სურათზე ქალია ორსული თუ კაცი ? :D

    Reply
  2. me

    da raime estetizms xedavt amashi? gulisrevis shegrdznebas iwvevs rogorc “gip” gadmogdebuli orsuli qalebi quchashi… saertod orsuloba iseti mistiuri da idumali ramaa rom rogorc ki saqveynod gamoacheneb im nazi da lamazi, sayavreli grdznosgan rasac zogadad orsuli qali iwvevs agaraferi agar rcheba da iqceva ragac paxabnur, gulisamrev, ogrash shaurmis donis sanaxaobad

    Reply
    • shorena

      100% -it getanxmebit, gansakutrebitb shokismomgvrelia, kuchashi mucelgamomzeurebuli orsuli kalebi chemshi ragacnair orazrovan sircxvilis grznobas icvevs, saertod adamianma yvelaperi intimuru garet gamoitana racmac am yvelafers silamaze da intimuroba daukarga :(((

      Reply
    • me2

      getanxmebi rom fotoebi didi veraferi,magram zogadad orsul qalze tqveni damokidebuleba dzaan “sainteresoa.” anu orsuli qali saxlshi unda ijdes,rom “mistiur” da “idumal” qalad iwodebodes? :))) “saqveynod gamoaweneb” ra ubedurebaaa?! :)))))))))))

      Reply
    • rockermeloman

      რა არის სიშიშვლეში არაბუნებრივი და შესაბამისად ულამაზო.
      ჩაცმული არავინ იბადება.

      Reply
  3. Studia Kadri

    რამოდენიმე წყვილი მომეწონა მე4 ,5 და მე6. და ბოლოდან მე2 -ც საინტერესო ფროექტია პირველი ფოტო ყველაზე კარგია . დაკვირვებული ვარ ქალები უფრო საინტერესო ფოტოებს იღებენ. კაცი ასეთ პროექტს არასოდეს გადაიღებდა, მათ არ ესმით და ვერ ხედავენ ისეთ სიღრმეებს რასაც ქალის თვალი ხედავს და გრძნობს. ორსული ქალი ხომ უკვე სილამაზეა და ხელოვნებაა ამაზე მშვენიერი არაფერია. ქალი ახალი სიცოცხლის მოლოდინში…:)

    Reply
    • Megi Tsulukidze

      პირველად წავიკითხე ცხოვრებაში ორსული ქალების ასეთი დახასიათება! მხედველობაში მყავს ვიღაც “me” და კიდე უფრო ვიღაც ” shorena”. როგორ შეგიძლიათ ასეთი ზიზღით ისაუბროთ ორსულ ქალზე, როცა ასეთი ლამაზი, მშვენიერი და მოსაფერებელი არაფერია ამქვეყნად? არც დედები გყავთ, არც ცოლები,არც დები და არც ქალიშვილები ნუთუ?და ქალი რომ ორსულ ქალზე ამას იტყვის, მის ქალობაზე რაღა უნდა ილაპარაკო საერთოდ?ყველა ქალი ქალი ნამდვილად არაა. შენ ” shorena”.ნამდვილად არ მოგიხდება არც ორსულობა და არც დედად ივარგებ არასდროს, ამიტომ ნურც ეცდები თუ არ გყავს შვილი და ნუ დაუმახიბჯებ ცხოვრებას მას!!!
      ყველა ორსული ქალი მიყვარს სიგიჟემდე, ყველას ვეთაყვანები და ვეფერები, მათზე ლამაზი არავინ დადის მსოფლიოში. ციგნის მოთხუპნილ, ბინძურ,ჭუჭყიან ორსულსაც რომ დავინახავ ქუჩაში, ისიც ულამაზესია ჩემთვის და სურვილი მიჩნდება წავიყვანო სახლში, დავბანო, მოვაწესრიგო,ვაჭამო და მის სილამაზეს კიდე უფრო მეტი ელფერი შევმატო….
      მართლა გაოცებული დავრჩი! ასეთი კომენტარები არსად გამიგონია და წამიკითხავს ორსულ ქალზე და ვერასოდეს ვიფიქრებდი მთლად ასეთი უგულო და ბინძური აზროვნების ხალხიც თუ არსებობდნენ!!!

      Reply

Leave a Reply