ირანელი ინტერნეტმომხმარებლების ინფორმაციით შეზღუდვა Facebook-სა და Twitter-ზე, რომელიც რეჟიმის მიერ იყო დაწესებული, რამდენიმე დღეა მოხსნილია. ირანელები აკრძალულ საიტებზე შესვლას მხოლოდ ფილტრსაწინააღმდეგო ინსტრუმენტების გამოყენებით ახერხებდნენ. 

Facebook& twitter @ iran ირანელი ინტერნეტმომხმარებლები იმედს გამოთქვამენ, რომ შეზღუდვის მოხსნა დროებითი არ არის და სოციალურ ქსელებზე თავისუფალი წვდომა მათ ამიერიდან შეუფერხებლად შეეძლებათ.

Facebook-ი შეზღუდვების მიუხედავად, ირანში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. მას აქტიურად იყენებს მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელიც.

 

 

One Response

Leave a Reply