ირანის შემდეგ ჩინეთშიც, კერძოდ შან ხაის რეგიონშიც  გაუქმდა შეზღუდვა სოციალურ ქსელებზე და დღეიდან უკვე ჩინეთიდანაც თავისუფლად შეიძლება შესვლა Facebook-სა და Twitter_ზე, რომლებზეც 2009  წლიდან ხორციელდებოდა შეზღუდვა. სოციალური ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტრესურსების მთავარი მტერი ჩინეთის კომუნისტური მთავრობაა, რომელიც მკაცრ ცენზურას აწესებს ყველა “საშიშ” არხზე, რომლებსაც ის საკუთარი შეხედულებისამებრ პოლიტიკურად სენსიტიურად ჩათვლის. ასე დაიბლოკა მსოფლიოში ცნობილი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” გასულ წელს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ჩინეთში სტუმრად და ტურისტებად მყოფი უცხოელების ფაქტორითაა განპირობებული, რაღა მათ დამატებითი დისკომფორტი არ შექმნას რეჟიმმა და “თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში”

Leave a Reply