ვებ გვერდები და ონლაინ რესურსები, სადაც საინტერესო, უცხო, სასიამოვნო ან უჩვეულო სერვისს  ან ინფორმაციას წააწყდებით:

  • men taking up too much space on the train –  პარტიზანი ფემინისტების ბლოგი, სადაც გამოქვეყნებული ფოტოები ილუსტიტრებას ახდებს იმისას, რამდენად მეტ ადგილს იკავებენ მამაკაცები ტრანსპორტში ქალებთან შედარებით. tumblr_mtpjm4Lldl1sqv9too1_500
  • ონლაინ ეკლესია – ორენოვან საიტზე, რომელიც რუსულად და ინგლისურად ფუნქციონირებს, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წმინდანი, წაიკითხოთ მისი ტროპარი და დაანთოთ სანთელი ამავე წმინდანის სახელზე. საიტზე შესაძლებელია გალობის მოსმენაც. Untitled
  • ქართული ბლოგი – პერონალური იმიჯ კონსულტანტი. როგორც ბლოგის ავტორი, თბილისში მცხოვრები და უკრაინაში განათლება მიღებული ნათია ყუშიტაშვილი ამბობს, საიტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მოდის სამყარო, მაგრამ კონკრეტულად არ იციან რა გააკეთონ. ასეთ ადამიანებს ის ინტერნეტგაკვეთილებს სთავაზობს. ბლოგის ნახვა აუცილებლად ღირს, ვინაიდან სავსეა ენობრივი მარგალიტებით, დაპირებებით ნათელ მომავალზე და ვარაუდებით მოდის სამყაროში თავის დამკვიდრებით.
  • header
  • What Should I Read Next – საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რეკომენდაციები, თუ რა წიგნის წაკითხვაა თქვენთვის სასურველი. სპეციალურა დგამოყოფილ გრაფაში წერთ ბოლოს წაკითხული წიგნისა და ავტორის სახელს, ISBN-ს და იღებთ რჩევას. what_should_I_read_next

Leave a Reply