30 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის პარკის ფილიალში, გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი თავისუფლების“ მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „თავისუფალი“ პრეზენტაცია/ჩვენება.581164_492753720788578_933799647_nფილმი, რომლის ავტორები  თამარ კვაშალი, აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე, გოგი ქავთარაძე და ვახო ბაბუნაშვილი არიან,  „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ (CIPDD) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მისი მთავარი პერსონაჟები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ფილმში თავიანთ ცხოვრებაზე, პიროვნულ და სახელმწიფოებრივ თავისუფლებაზე საუბრობენ. ისინი წარმოადგენენ ერთგვარ მაგალითს იმისა, რომ ჩვენი პიროვნული თავისუფლება მდგომარეობს ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს დამოკიდებულებაში ჩვენსავე ყოფასთან, გარემოსთან, საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან და დანარჩენ სამყაროსთან. სურათში გამოყენებულია სხვა საინტერესო დოკუმენტური და საარქივო მასალაც.

Leave a Reply