ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასი აქცია-სპექტაკლის ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც თეატრისთვის შენობის დაბრუნებაა. აქცია სპექტაკლი თეატრის ყოფილ შენობაში გაიმართება, რომელიც აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაციის შემდეგ წარმოდგენებისთვის გამოუყენებლად იქცა. 

1186176_364501707015911_1745995103_n

როგორც თეატრალური დასის წევრები ამბობენ, აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდა შენობის დემონტაჟი, რის  შემდეგაც  თოჯინების თეატრის დასი საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი, შესაბამისად, მათ უწევთ სხვადასხვა ფართის დაქირავება რეპეტიციებისა და სპექტაკლების გამართვისათვის.

თბილისის თოჯინების თეატრი 1934 წელს დაარსდა გიორგი მიქელაძის ინიციატივით. ამავე წელს გამართეს პირველი სპექტაკლი – “ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები.”  ისტორიულია ის შენობაც, სადაც თეატრი იყო განთავსებული.  1868 წელს აგებული შენობის ავტორია ლეოპოლდ ბილფელდი და ის გერმანული ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.

აქციაზე, რომელიც აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარე შენობის თეატრისთვის დაბრუნებას ითხოვს,  ნაჩვენები იქნება ნაწყვეტი სპექტაკლიდან „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი.“

1381885_364501683682580_1421337624_n 1381546_364501510349264_2078173909_n 1381270_364501730349242_1392007687_n

Leave a Reply