ბრიტანეთის მუზეუმში იაპონური ეროტიული არტის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 1600-1900 წლებში შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე შუნგას (იაპონური ხელოვნების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, რომელიც სექსუალური შინაარსის ნამუშევრებს აერთიანებს) სტილი სხვადასხვა ფორმატით, –  ნახატებით, წიგნების ილუსტრაციებით, გრავიურებით და  ნაქარგებით არის წარმოდგენილი. 

გამოფენა იაპონური შუნგას პირველი მასშტაბური გამოფენაა ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ნამუშევრების ნახვის საშუალება დამთვარიელებელს უკვე 70-იანი წლებიდან ქონდა სხვადასხვა ექსპოზიციის ფარგლებში. მხოლოდ იაპონური ეროტიული ხელოვნების ნიმუშების მასშტაბური გამოფენა ხაზს უსვამს, შუნგას, როგორც ცალკე, მნიშვნელოვანი ჟანრის არსებობას და მისდამი ინტერესის გაღვივების მცდელობაა.

ბრიტანეთის მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრები, გარდა იმისა, რომ კულტურულოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და იაპონური ხელოვნების სრულყოფილად აღსაქმელად დამატებით ინფორმაციას აწვდის დამთვარიელებელს, ყურადსაღებია იმ მხრივაც, რომ ის ახდენს იაპონური საზოგადოების ცხოვრების სპეციფიკის გადმოცემას: ადამიანი, რომელიც კონტროლდება სოციუმში არსებობისას, მაქსიმალურად თავისუფალია ინტიმურ ურთიერთობაში. შესაბამისად, ნამუშვრები მოიცავს არა მხოლოდ ჰეტერონორმატიული საზოგადოებისთვის ჩვეულ კავშირებს.

erotic erotic1 erotic2 erotic3 erotic4 Sang-Bleu-Shunga3 Shunga1-1024x685

2 Responses

Leave a Reply