„ერთადერთი განსხვავება ჩვენს შორის ჩვენი არჩევანია“
უცნობი ავტორი

არტისტერიუმი,  თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა და სახელოვნებო ღონისძიებების სერიაა, რომელიც  წელს თბილისში 4 ოქტომბერს  გაიხსნება და 14 ოქტომბრამდე გასტანს. არტისტერიუმი“ განვითარებადი სახელოვნებო პლატფორმაა, რომლის მთავარი თემა, როგორც წესი, თანადროულ, აქტუალურ სოციო-კულტურულ პრობლემატიკას ეხმაურება და განვითარების ალტერნატიულ გზებს ეძებს.  წელს არტისტერიუმის თემაა „ვარ მე შენ?“ გამოფენა მონაწილეებს თავაზობს „სხვისი“, როგორც ფენომენის კვლევას და ჩვენი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ეკოლოგიას „სხვის“ მიმართ.

1382400_10201334921627737_1233819452_nგამოფენის მიზანი თუნდაც მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის შესაძლებლობაა.  წლევანდელი თემა იმ გავლენების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, რომელიც
აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას გარშემო არსებულ მრავალფეროვანი ნააზრევისა თუ დამოკიდებულების, თუნდაც სიცოცხლის სხვა ფორმების მიმართ, რომლებიც ჩვენს გვერდით ამ პლანეტაზე არსებობენ.  როგორც ჟაკ დერიდა ამბობს: „სხვას ვერასოდეს გაიგებ როგორც თანყოფნას (presence)…. „სხვას“ ყოველგვარი კავშირი აქვს გაწყვეტილი თანყოფნის ფენომენოლოგიურ მეტაფიზიკასთან – „სხვას“ ვერასოდეს გაიგებ თეორიულ აქტში; ეს მხოლოდ ეთიკური პასუხისმგებლობის მეშვეობითაა შესაძლებელი: მე ვიღებ პასუხისმგებლობას სხვაზე“. ეთიკური პასუხისმგებლობის აღების სირთულე და ხშირ შემთხვევაში შეუძლებლობა ხშირად ხდება კულტურული გაუცხოების, რელიგიური, ტერიტორიული თუ პირადი კონფლიქტების მიზეზი.

სახელწოდების ინსპირაციის წყარო ქართველი მხატვრის, ილია ზაუტაშვილის 1998 წლის პერფომანსი „ვარ მე შენ?“ გახდა. პერფორმანსის ოთხი მონაწილე 2 წყვილადაა გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთის „გაგებას“ ცდილობენ, მაგრამ წინააღმდეგობებს აწყდებიან. პირველ წყვილს თვალები აქვთ ახვეული და ერთმანეთს ეხებიან, მეორე წყვილი კი სხვადასხვა ენაზე დაწერილ წიგნს ხმამაღლა, ერთდროულად კითხულობს.
ნამუშევარი აჩვენებს კომუნიკაციის სირთულეს, როცა მხოლოდ საკუთარ ენაზე, სიტყვების ფორმალურობაზე და კულტურულ ან ქცევით (behavioral) სტერეოტიპებზე ხარ კონცენტრირებული, ან როდესაც სუბიექტის მიღება-არმიღება წინასწარგანწყობით შემოიფარგლება.

581837_10201265212005040_2021933141_n

პროგრამა / PROGRAM

4 ოქტომბერი, პარასკევი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ი.გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
18:00 – „ვარ მე შენ?“, არტისტერიუმი 2013, გახსნა.
19:00/21:00 – პერფორმანსების პროგრამა: ილიკო ზაუტაშვილი „ვარ მე შენ?“ / საქართველო, ლედო “Heartland Performance”, ჯენიფერ ჰიკსი „ქუჩაში მარტო“ / აშშ.

5 ოქტომბერი, შაბათი.
გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16.
16:00 – ჯულია შარლოტ რიხტერი, პრეზენტაცია / გერმანია.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8. მეორე სართული.
17:00 – “პირამიდები“, გელა პატიაშვილი / საფრანგეთი.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8. გალერეა „41 გრადუსი“.
18:00 – “ცოტა შორს იქიდან”, ჯუნიშირო იშიი, მასარუ ივაი, რუმიკო ჰაგივარა / იაპონია.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, დ. აბაშიძის ქ. 10.
20:00 – ფრენსის ბელზერი, ევა ვანდელერი “ჩვენს წინ და უკან”, პასკალ ჰაუსერმანი “სიარული აღმოსავლეთის ხაზზე” (რუსთაველი-სამგორი) / შვეიცარია.

6 ოქტომბერი, კვირა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1.
12:30/16:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. პირველი დღე.
მთაწმინდის პარკი, ბორბლის ქვეშ.
17:00 – „შეხვედრის წერტილი – ბორბლისქვეშ“, მთაწმინდის პარკის არტ-სტუდიის მხატვრების გამოფენა.

7 ოქტომბერი, ორშაბათი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1.
14:00/17:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მეორე დღე.
ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.
18:00 – ლედო, ჯენიფერ ჰიკსი, ვიდეო ისნატალაცია “Heartland“ და პერფორმანსების პროგრამა.

8 ოქტომბერი, სამშაბათი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1
14:00/18:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მესამე დღე.
ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22
19:00 – „მე და შენი თავისუფლება“, თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების და კურსდამთავრებულების გამოფენა.

9 ოქტომბერი, ოთხშაბათი.
გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16.
17:00 – ნეზაკეტ ეკიჩი, პრეზენტაცია / თურქეთი, გერმანია.
18:00 – გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა „მუზეუმის საათი“, კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მარია პოტოცკა / პოლონეთი.
გალერეა“კონტეინერი“, რადიანის ქ. 10გ.
20:00 – “ქავილი”, ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა. პერფორმანსი – DJ სიხა

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
18:00 – „ურთიერთობაში: მივაცურებთ საკუთარ თავს“, პერფორმანსი, ნეზაკეტ ეკიჩი / თურქეთი, გერმანია, შაჰარ მარკუსი/ ისრაელი.

12 ოქტომბერი, შაბათი.
გალა გალერეა, ათონელის ქ. 27.
18:00 – “ნახტომი”, მურთაზ შველიძე / საქართველო, არტისტერიუმის პარალელური პროექტი
ოატ გალერეა, სილამაზის შესახვევი 14, ბეთლემის კლდის უბანი.
19:00 – „ხვრელი ჩემს გულში“ ნატალია მალი / რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.

13 ოქტომბერი, კვირა.
თბილისი პარკი მთაწმინდაზე, ბორბლის ქვეშ.
18:00 – მთაწმინდის პარკის არტ-სტუდიის საქველმოქმედო აუქციონი.

14 ოქტომბერი, ორშაბათი.
დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.
18:00 – „ქართული მელანქოლიის ანატომია“, ლადო ფოჩხუა / აშშ, საქართველო
(გამოფენა„ქართული მელანქოლიის ანატომია“ გაგრძელდება 14 ნოემბრამდე).

დასწრება თავისუფალია ყველა გამოფენაზე

Leave a Reply