ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, TBILISI NEWCOMERS-ის ფინალური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას 10 ბენდი მიიღებს,  4 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის პარკში (გოფილექტის ბაღი) ჩატარდება. TBILISI NEWCOMERS 2013-ში მონაწილეობის სურვილი წელს 40-მა ბენდმა გამოთქვა, საიდანაც მეორე ეტაპზე 20 ჯგუფი გადავიდა. შოუქეისების შედეგად „ალთერ ვიჟენ გრუფ“-ის პროდიუსერებმა ფინალური კონცერტისთვის 10 ბენდი შეარჩიეს. 

  •  The Shoo;
  • Lady Heroine;
  •  ჩი-ჩო;
  • Lasha Kicks;
  • The Pulse;
  •  Signs;
  • Electric Appeal;
  • Weekend Pop;
  • Gravity;
  • არაhttp://www.youtube.com/watch?v=cbflErF0yE4

ჯგუფები ორ-ორი სიმღერით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

შეგახსენებთ, Tbilisi Newcomers წელს მეხუთედ ტარდება. პროექტი პირველად 2009 წელს ჩატარდა. ოთხი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა მუსიკოსმა გამოთქვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის დასრულების შემდეგ ბენდებს რჩებათ საპრომოუშენო მასალა (ვიდეო და ლაივ აუდიო ტრეკი), რომლის დამზადებას უზრუნველყოფს Altervision Group. “Best  Newcomer” ბენდს ეძლევა საშუალება დაუკრას ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე – Tbilisi Open Air. აქამდე გამარჯვებულ ბენდებს საშუალება ჰქონდათ  დაეკრათ ისეთ მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად როგორიცაა: Deep Purple, DDT, Dub FX, Infected Mushroom, Tricky, The Subways და ა.შ.

Leave a Reply