4 ოქტომბერს, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ეკა ქევანიშვილმა თავისი ახალი წიგნი, “სახლის გაყიდვა” წარუდგინა მკითხველებს. ეკას მესამე კრებული ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილ ლექსებს აერთიანებს, რომლებიც ომს, კონფლიქტებს, სოციალურ უსამართლობას, ფემინიზმს, რელიგიურ სტერეოტიპებს და სხვა აქტუალურ თემებს ეხება.

ეკას ტონი ხშირად მკაცრია, სიმართლე მწარე, ლექსები ემოციური, ისეთი, ერთხელ რო მოისმენ/წაიკითხავ და ძნელად თუ დაგავიწყდება.

პრეზენტაციამ უჩვეულო ფორმატში ჩაიარა. ლექსებს ახალი წიგნიდან ეკას მეგობრები კითხულობდნენ. როგორც ავტორმა თქვა, მას სურდა რომ საკუთარი ლექსები იმ ადამიანებისგან მოესმინა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რასთან არის ესა თუ ის ტექსტი დაკავშირებული.

“სახლის გაყიდვა” ეკას მესამე წიგნია. პირველი კრებული “ჭორია” ეკამ 2006 წელს გამოსცა (გამომცემლობა “დიოგენე”), 2010 წელს კი მას მოჰყვა წიგნი “აქ ნუ დადგებით” (გამომცემლობა “დიოგენე”). ორივე კრებული წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია “საბაზე”.

One Response

Leave a Reply