11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე  საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე გაკეთდა აქცენტი და 4 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა. საუკეთესო საყმაწვილო ლიტერატურაში გამარჯვებული გახდა ქართველი ავტორის, თამთა მელაშვილის რომანი “გათვლა“, რომლის გერმანული თარგმანი ნათია მიქელაძეს ეკუთვნის.melaschwili “გათვლა” თამთა მელაშვილის სადებიუტო რომანია რომელმაც ორჯერ დაიმსახურა ლიტერატურული პრემია “საბა”:  დებიუტისთვის ავტორმა 2011 წელს,  ქართული ნაწარმოების უცხოურენოვანი თარგმანისთვის მთარგმნელმა 2013 წელს.  რომანი ომზეა, დროისა და სივრცის კონკრეტიკის გარეშე დაწერილი ამბები კონფლიქტის ზონაში მოხვედრილ ორ გოგონას ეხება. ნაწარმოები ქართულ ენაზე გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა.

საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დაჯილოება ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება 1956 წლიდან დღემდე.

Leave a Reply