გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინციატივით 2008 წლის შემდეგ 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღნიშვნის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი დანარჩენი სამყაროსთვის და რამდენად არის მსოფლიო მათ წინაშე დავალებული იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან. DSC07672“სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადაჭრისათვის, როგორიცაა სიღარიბე და შიმშილი. ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების იგნორირება, მათი შვილების და მათ გარშემო არსებული საზოგადოების უკეთეს მომავალზე უარის თქმას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, გაერომ გადაწყვიტა წელიწადში ერთ დღეს ყურადღება ქალების საჭიროებებსა და უფლებებზე გაამახვილოს.” – ნათქვამია გაეროს განცადებაში.

“სოფლელი ქალები  დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს შეადგენენ. ისინი თამაშობენ გადამწყვეტ როლს სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მათ ხშირად არ გააჩნიათ მიწაზე საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი  საშუალება და  ისეთი მნიშვნელოვანი  პრობლემების გადაჭრის პირობები, როგორიც არის სამედიცინო მომსახურება, განათლების მიღება, შეღავთიანი კრედიტები.”

გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული და სოფლად მცხოვრებ მოხუც ქალებს ასახავს. სამწუხაროდ, საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალების უმეტესობა შუა ხანს გადაცილებულია და მიუხედავად მათი დაუღალავი შრომისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

კახეთი, ძველი შუამთა

კახეთი, ძველი შუამთა

ხევსურეთი, როშკა

ხევსურეთი, როშკა

სვანეთი, მესტია

სვანეთი, მესტია

სვანეთი

სვანეთი

 

სვანეთი

სვანეთი

ლეჩხუმი

ლეჩხუმი

Leave a Reply