კოტე ჩემი მეგობარია, მეგობარიც და პერსონალური დიჯეიც. რამდენი  ტრეკი გამოუგზავნია ჩემთვის და რამდენი საღამო გადაურჩენია კარგი მუსიკით, მაგრამ ერთ დღეს მე და კოტეს შორის კაილი მინოუგი ჩადგა.  ცუდი არაფერი თქვა, არ გაბედოო – გამაფრთხილა და წარბიც აწია და მეგობრებს გადახედა, რომლებიც თამამად დაეთანხმნენ.  

ერთი შეხედვით წარმოუდგენელია როგორ შეიძლება კოტეს, დიტოს და გონზოს მოსწონდეს კაილი მინოუგი და თან არა მისი ფეხები და ძუძუები – მუსიკა!

მაგრამ რადგან მუსიკა, მით უფრო ბავშვობისდროინდელი – მეხსიერებაში დარჩენილი ემოციაა, შემიძლია ვთქვა, რომ ძუძუები თავისას შვრება. ახლა კი, როცა ისე გავიზარდეთ, რომ საკუთარი წარსულის აღარ გვრცხვენია, არ არის გამორიცხული Backstreet boys-ის everybody მოვითხოვოთ, სამოთხეში მოხვედრის შემდეგ. (This is the end)

მე კი არასოდეს მომისმენია კაილი მინოუგისთვის და არც Backstreet Boys-ისთვის. სიტყვა ჰიპსტერი რომ მცოდნოდა ბნელ 90-იან წლებში, აუცილებლად დავარქმევდი საკუთარ თავს, მაგრამ არ ვიცოდი. ახლა უბრალოდ 90-იანელს ვარქმევ. რადგან მგონია, თუ 90-იანელი ხარ, ბრიტანული მუსიკაც უნდა გიყვარდეს.

944639_10201279085077307_1046767301_n

აი ამ დეკადის საუკეთესო ალბომები, ბრიტანეთიდან:

  • Depeche Mode- Vilator
  • THE VERVE – URBAN HYMNS
  • Blur – Blur
  • Fat Boy Slim – You have come a long way, baby
  • Suede – Coming Up
  • Oasis – What’s the Story(Morning Glory)
  • Pulp – Different Class
  • Radiohead – OK COMPUTER
  • White Town – Your Woman (SINGLE)
  • The Chemical Brothers – Surrender

 

 

Leave a Reply