ნიუ-იორკელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, როდ ბლექხერსტმა, რომელიც ძირითადად მოკლე-მეტრაჟიან ფილმებს იღებს, ახალი ფილმი გადაიღო მეგაპოილისში მცხოვრებ გოგონაზე, რომელსაც მოწყინდა საოფისე სამუშაო, დიდი ქალაქის რუტინა და ხმაური, იდენტური ყოველდღიურობა და მთებში ჩაკარგულ ტბაზე გაემგზავრება სრულიად მარტო. 

მარტოობის 12 წუთი იმდენად ეფექტური სურათი აღმოჩნდა, რომ ის უკვე 2013 წლის  Phoenix Film Festival-ის საკონკურსო პროგრამაში. გოგონა, რომლის როლსაც მსახიობი და მომღერალი, როზა ჰემინგუეი ასრულებს, იმ მილიონობით ადამიანს განასახიერებს, რომლებიც  დედამიწის სხვადასხვა წერილში ცხოვრებენ და ერთი რამ აერთიანებთ, რუტინა და ოფისებში გატარებული დროის უმეტესი ნაწილი. ისინი როგორც წესი მძიმე მელანქოლიით იტანჯებიან.

2 Responses

Leave a Reply