შიშველი მკერდით დიდ ქალაქში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ჯორდან მეთერმა, რომლის განხორციელებული ფოტოპროექტებიც ადვილად ხვდება ყურადღების ცენტრში და ილექება მეხსიერებაში, 6 წელზე მეტი შეალია ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილას ქალების გადაღებას, რომლებიც ხალხმრავალ და საჯარო ადგილებში შიშველი მკერდით ჩნდებოდნენ. საბოლოოდ პროექტი 100-ზე მეტ ქალს აერთიანებს, ფოტოები ერთ წიგნად შეიკრა და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი მკერდის კიბოს მკურნალობის ფონდს ერიცხება. 

ჯორდანის ფოტოსესიაში მონაწილეობას მოხალისე ქალები იღებდნენ, რომლებმაც შეძლეს და გადააბიჯეს საზოგადოების მოსალოდნელი რეაქციის შიშსა და სირცხვილს და ქუჩებში ნახევრად შიშვლები გამოვიდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფოტოგრაფის შეთავაზებაზე უარი თქვეს.
1762405-R3L8T8D-650-3487123382_09210a8dc8_z
ნიუ-იორკის კანონმდებლობის მიხედვით ქუჩაში შიშველი მკერდით სიარული არ იკრძალება, შესაბამისად, ლეგალურია, თუმცა თავად ფოტოგრაფი იხსენებს რამდენიმე ფაქტს, როცა ქუჩაში მოსიარულე შიშველი ქალები სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

1761305-R3L8T8D-650-3487123960_1000b53092_o

პროექტის მონაწილე ქალები კი იხსენებენ, რომ ისინი ხშირად განიცდიდნენ სიხარულსა და ეიფორიას გადაღების შემდეგ, ფოტოების ნახვის შემდეგ კი თვითშეფასება ეზრდებოდათ და მოწონდათ თავიანთი სხეული. მოხუცები და ახალგაზრდები, მარტო და პარტნიორებთან ერთად, ლამაზი და ულამაზო მკერდით, თეთრები და ფერადკანიანები, პროექტი ყველა ამ ქალს აერთიანებს, რომლების იმისდა მიუხედავად, აცვიათ მაისური თუ არა, მიმზიდველები და თამამები არიან.

bare-breasts-7

2 Responses

  1. Dandala

    კი კაია ეს ყველაფერი, მაგრამ adme.ru-ზე ჩვენც მიგვიწვდება ხელი და იქნებ რამე განსხვავებულები დადოთ ხოლმე : )

    Reply

Leave a Reply