ზაზა ურუშაძის ფილმმა “მანდარინები”  ვარშავის “ა კლასის” კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – “საუკეთესო რეჟისურა” და “აუდიტორიის ჯილდო.” ეს ფილმისთვის პირველი ფესტივალი და პირველი საერთაშორისო აღიარებაა. თავად ვარშავის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალია, 26 წლიანი ისტორიით. 

“მარტივი, მაგრამ ემოციური სურათი კაცზე, რომელმაც თბილი, ტკბილი და მშვიდი გარემო შექმნა” – ასეა დახასიათებული ფილმი ვარშავის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

1385109_632435780135820_241808506_n

ესტონურ-ქართული კოპროდუქცია აფხაზეთის ომის ტემატიკაზეა და მისი გადაღებები გურიაში, სპეციალურად ფილმისთვის გაშენებულ სოფელში მიმდინარეობდა. ფილმში მოქმედება  აფხაზეთში მყოფი ესტონელიების, ჩეჩენი ბოევიკის და ქართველი მსახიობის გარშემო ვითარდება. ფილმის სიუჟეტი ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ომის მძაფრ სცენებს აქ ვერ შეხვდებით. ფილმი უფრო პიროვნულ კონფლიქტზეა, ომში მოხვედრილი და მტრად ქცეული ადამიანების ერთ სივრცეში შეუძლებელ თანაცხოვრებაზე.

2951_gl

Leave a Reply