ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ანჯელო მერენდინომ, მას შემდეგ რაც  ცოლის დიაგნოზის, მკერდის კიბოს შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ფირზე აღებეჭდა დაავადებასთან ბრძოლის ეტაპები. ჯენიფერი 2011 წელს გარდაიცვალა. დარჩა ფოტოები, სადაც კარგად ჩანს როგორ ცვლის მომაკვდინებელი დაავადება ადამიანს და რა მნიშვნელოვანია მისი მატარებლისთვის გარშემომყოფების მხარდაჭერა. 

დიაგნოზიდან (რომელიც ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 2007 წელს დაუსვეს ჯენიფერს) ტრაგიკულ დასასრულამდე  წყვილის ცხოვრებამ  ექიმების მოსაცდელებში, ქიმიოთერაპიის კურსებზე, წამლების შეკვრებთან გადაინაცვლა. იქ, სადაც  იმედი და სასწოწარკვეთა მუდმივად ცვლის ერთმანეთს.  2010 წელს გაირკვა, რომ მეტასტაზები უფრო და უფრო მეტ ქსოვილს ედებოდა. ანჯელომ ფოტოების გადაღება და მათი ბლოგზე გამოქვეყნება გადაწყვიტა. ფოტოგრაფირების მიზეზი იმ გარშემომყოფთა რეაქციები იყო, რომლებიც კარგად ვერ აცნობიერებდნენ, რას ებრძოდა წყვილი. “არ ინერვიულოთ, მთავარია პოზიტიური განწყობა, ყველაფერი კარგად იქნება,”-  ეუბნებოდნენ მეგობრები მაშინ, როდესაც მავნე სხეულები ჯენიფერის ორგანიზმის უფრო და უფრო მეტ ნაწილს ედებოდა.  ანჯელო მიხვდა, რომ ისევე როგორც მის მეგობრებს, სხვა უამრავ ადამიანსაც არ ქონდა ზუსტი წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს ავთვისებიანი სიმსივნე, რას ნიშნავს სიმსივნით დაავადებული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, სევდა, ტკივილი და სასოწარკვეთა, რომელსაც მოსალოდნელი სიკვდილი კიდევ უფრო ამძიმებს, რას ნიშნავს თანადგომა ასეთი ადამიანებისთვის და რა მძიმეა საყვარელი ადამიანის სასიკვდილო დიაგნოზი.

 
22-Jennifer-Cancer-stages-by-Angelo-Merendinoangelo-merendino-3angelo-merendino-4angelo-merendino-5

ვიზუალური ინფორმაცია ვერბალურზე უკეთ გასაგები აღმოჩნდა.  მნახველების რეაქცია დაუჯერებელი იყო, წყვილი ათასობით წერილს იღებდა, მათ შორის სხვა ქალებისგან, რომლებიც იმავე დაავადებას ებრძოდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფოტოების ნახვის შემდეგ გამოკვლევებზე სისტემატიური სიარულის გადაწყვეტილება მიიღეს სიმსივნის პრევენციის მიზნით.

 

“2005 წლის 29 აგვისტოს, სამსახურის დაწყებას ვაპირებდი ბარმენად, როცა ჯენიფერს შევხვდი. ისევე როგორც მამაჩემმა 50 წლის წინ დედაჩემის პირველად დანახვისას, იცოდა რომ მასთან ერთად იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე, მეც მაშინვე მივხვდი, რომ ჯენიფერი იყო ის, ვინც მეყვარებოდა. დაახლოებით 6 თვის განამვლობაში სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით, იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს.  დისტანცია შემაწუხებელი იყო და ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად. საქორწილო ცერემონიამდე, ცენტრალ პარკში ჩემსკენ მომავალი ჯენიფერის დანახვისას ტირილი დავიწყე, არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ. ვერ ვიჯერებდი, რომ მას, ასეთ ლამაზს და ძლიერს შეეძლო მე ვყვარებოდი. 

არასოდეს დამავიწყდება ჟღერადობა, რომელიც მის ხმას ქონდა, როცა ტელეფონში  თავისი დიაგნოზის შესახებ მითხრა. 

angelo-merendino-6angelo-merendino-8angelo-merendino-11angelo-merendino-12angelo-merendino-15
2011 წლის 22 დეკემბერს, თავისი მეორმოცე დაბადების დღიდან 26 დღის შემდეგ ჯენიფერი გარდაიცვალა.” – ესაა ნაწყვეტი ანჯელოს წიგნიდან – “ბრძოლა, რომელსაც არ ვირჩევთ“, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეუძლია და რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მკერდის კიბოთი დაავადებულების მკურნალობას ხმარდება.

angelo-merendino-17angelo-merendino-18angelo-merendino-23angelo-merendino-28angelo-merendino-29-angelo-merendino-30angelo-merendino-31

ანჯელომ ჯენიფერის გარდაცვალების შემდეგ  არა მხოლოდ მისი ფოტოები  გამოსცა წიგნად,  დაარსა სიმსივნესთან ბრძოლის ფონდი და ქალებს მოუწოდებს, ხშირად იარონ მკერდის გამოკვლევაზე, ვინაიდან ეს დროულ მკურნალობასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და სწორ კვებასთან ერთად, ფაქტობრივად  ერთადერთი გზაა, გადაურჩე სიმსივნით სიკვდილს.

 

მსოფლიოში სიკვდილის ათ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორის კიბოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2004 წელს ავთვისებიანი სიმსივნით 7.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური მონაცემებით ონკოლოგიური დაავადებით 2005-2015 წლებში მსოფლიოში 84 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება. მსოფლიოში ქალის ონკოლოგიურ დაავადებებს შორს ძუძუს კიბოს წამყვანი ადგილი უკავია. მსოფლიოში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის კიბოს 65000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, საქართველოში ძუძუს კიბო, გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა (35,9 პროცენტი) მეორეზე კი საშვილოსნოს კიბოს დაავადება.

 

მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. დადგენილია, რომ ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა ერთიორად მცირდება თუ ქალები 40 წელს ზევით ყოველ წელს გაესინჯებიან ექიმს და ჩაიტარებენ საჭირო გამოკვლევებს.

 

ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში – ორ წელიწადში ერთხელ, 40-50 წლის ასაკში და 50 წლის ზევით – წელიწადში ერთხელ. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, ტარდება სარძევე ჯირკვლების უფრო დეტალური კვლევა. კვლევის თანამედროვე გავრცელებული მეთოდებია მამოგრაფია და ექოსკოპია.

 

გარდა გამოკვლევებისა, სიმსივნის პრევენციის აპრობირებული მეთოდია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. აუცილებელია სიმსივნის ხილვადობის გაზრდა  და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება როგორც პრეცენციისა და მკურნალობის მეთოდების, ასევე თავად დაავადების შესახებ.

 

მცირედი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელიც  კიბოს კვლევის ცენტრის მომზადებულია.

Leave a Reply