რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელ instagram-ის ბლოგზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლის ბოლომდე ქსელში რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნებოდა. 3 დღის წინ ამავე ბლოგზე გაჩნდა რეკლამის ნიმუშები. ამერიკაში მყოფებს Instagram-ის ახალი სერვისით სარგებლობა უკვე შემდეგი კვირიდან შეეძლებათ. 

სოციალური ქსელი მომხმარებლებს არასასურველი რეკლამისგან თავის დაცვის  საშუალებას აძლევს. ნებისმიერს შეუძლია  მონიშნოს ესა თუ ის  რეკლამა მისთვის “უინტერესო რეკლამად, რომლის ნახვაც მომავალში არ სურს”.

tumblr_inline_mv6seroPPL1qm4rc3

ბლოგზე ნათქვამია ისიც, რომ ქსელის კომერციალიზაცია მის კონცეფციას არ შეცვლის და instagram-ი დარჩება ადგილად, რომელიც ადამიანებს აკავშირებს და ინსპირაციას აძლევს.

instagram-ი ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელია მობილური იუზერებისთვის, რომელიც 2010 წლიდან არსებობს და დღეისთვის 150 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ დაიმატა კიდევ ერთმა პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა pinterest. 

One Response

Leave a Reply