დაახლოებით ერთი საათის წინ, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის, “წითელი ზონის” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის დახურვის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით გადაცემა 1 დეკემბრის შემდეგ ეთერში აღარ გავა, რასაც არხის გენერელარი დირექტორი ფინანსების ნაკლებობით ხსნის, გადაცემის რედაქტორი თეო ხატიაშვილი კი ამბობს, რომ გადაცემა საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი იყო და არგუმენტი არადამაჯერებელია. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონიში მკაფიოდ არის ფორმულირებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიზანი – „…კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.”

images-cms-image-000022243

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა Facebook-ზე უკვე შექმნეს წითელი ზონის მხარდასაჭერი გვერდი და  საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციის გამართვასაც  გეგმავენ.  

გადაცემა, რომელიც “რადიო თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერტობლივი პროექტია და ეთერში ყოველ კვირას გადის, ხშირად ეხება ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიცაა, რელიგია, ქალის როლი, ადამიანის უფლებები, საბჭოთა კავშირის კვალი დღევანდელ რეალობაზე და ა.შ. გადაცემის მხარდამჭერთა აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ გადაცემის შინაარსი გახდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გოგი გვახარიას გადაცემა მესამეა დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემების შემდეგ,  რომელსაც პირველი არხის მაყურებელი ვეღარ ნახავს.

Leave a Reply