ურბანული ყოფის ის ელემენტები, რომელიც ყოველდღიურობასა და რუტინაში უმეტესობის მიერ ძირითადად შეუმჩნეველი რჩება, ხშირად საინტერესო ასახვას პოულობს ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 5 ურბანულ პროექტს, რომელიც აერთიანებს ქალაქის ხმას, ქართულ ანბანს, იდიომებს თბილისის რუკაზე და ხალხს, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. 

  1. City Sounds – აუდიო პროექტი Soundcloud-ზე. აუდიო ჩანაწერები სხვადასხვა ქუჩიდან და ადგილიდან. აქ შეიძლება მოისმინოთ ქალაქის ხმაური, ზღვის ხმა, მანქანის დაქოქვა, სატელეფონო დიალოგები,  აჩქარებული და აუჩქარებელი ნაბიჯები და ა.შ.

2.  How to survive in Tbilisi • Trve Gvide – პროექტი Facebook-ზე, სადაც ნახავთ სხვადასხვა ქართულ გამოთქმას, იდიომას, ფრთიანი ფრაზას. ინგლისურად ნათარგმნ ქართულ “მარგალიტებს” თბილისის  რუკა აქვს ფონად დადებული.

1458469_547939955290138_459063029_n

3. ქუჩის გმირები - პროექტი Facebook-ზე, სადაც გაერთიანებულია თბილისში არასწორად პარკირებული მანქანები, საგზაო წესების დარღვევების მაგალითები, ოკუპირებული ტროტუარები და შევიწროებული ფეხით მოსიარულეები. პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფოტოს გაგზავნა  გვერდის ადმინისტრაციისთვის.

4. Humans of Tbilisi  – პროექტი Tumblr-ზე, სადაც განთავსებულია თბილისში გადაღებული პორტრეტები მინი ინსტორიებით.  პროექტი აერთიანებს  სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესების მქონე ადამიანებს. ის ერთგვარი ანალოგია პროექტისა Humans of New York.

"I used to tour Europe and Japan with our music ensemble. Have you seen the movie Khevsuretian Ballad?" he asked. "Yes, I have." I said. "It’s me playing the accordion there!" he stated proudly.

“I used to tour Europe and Japan with our music ensemble. Have you seen the movie Khevsuretian Ballad?” he asked.
“Yes, I have.” I said.
“It’s me playing the accordion there!” he stated proudly.

5. TheABCproject – მირიან ჯუღელის პროექტი Instagram_ზე. კადრში მოხვედრილი სუბიექტების ფოტოების ასოებით “დანომვრით” 33 დღეში ანბანის შექმნა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც იყენებს instagram-ს და ვინც თავის ფოტოს დათაგავს #theabcproject-ით.

get_img

9 Responses

  1. Citizen

    ასეთი პროექტები ბევრი უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთმანეთის კლონი არა :)

    Reply
  2. Citizen

    ასეთი პროექტები ბევრი უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთმანეთის კლონი არა :)

    Reply
  3. Tariel Zivzivadze

    წარმატებებს გისურვებთ!
    რაც მეტი ჩაერთვება სასარგებლო და სამომავლო საქმეში, მით უკეთესი!

    Reply
  4. Tariel Zivzivadze

    წარმატებებს გისურვებთ!
    რაც მეტი ჩაერთვება სასარგებლო და სამომავლო საქმეში, მით უკეთესი!

    Reply

Leave a Reply