ბავშვების მეგობრები – პლუშის სათამაშოები

ირლანდიელმა ფოტოგრაფმა, მარკ ნიქსონმა ერთ ფოტოსერიაში გააერთიანა თავისი, თავისი შვილის და სხვების ბავშვობის დროინდელი პლუშის სათამაშოები. დათუნიებს, რომლებიდან ზოგის ასაკი უკვე 40 წელს ცილდება, თავიანთი ისტორიები, პატრონების სიყვარულის ამბები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ: აკლიათ თვალი, ფეხი, მორღვეული აქვთ ხელები და ა.შ. ნოსტალგიური ფოტოსერია, რომელიც 65 ფოტოს აერთიანებს ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. 

Tom O’Connor Jr - Beary

მარკს ფოტოსერიის იდეა თავისი შვილისა და მისი სათამაშოების ფაქიზმა და ემოციურმა ურთიერთობამ გაუჩინა. მისი თქმით, ბავშვები ხშირ შემთხვევაში ნამდვილი მეგობრებივით იყვარებენ პლუშის ცხოველებს და მათ უზიარებენ ყოველდღიურ სიხარულებს და მწუხარებებს.  ყველა თოჯინას, რომელის მარკის ობიექტივში მოხვდა, თავისი მოკლე ისტორია ახლავს თან. სერია უკვე წიგნადაც იქცა. სწორედ წიგნში შეგიძლიათ სრული ფოტოსერიისა და ისტორიების გაცნობა.

Dailymail_მა მარკის ფოტოსერიის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველებისგან მიღებული ფოტოების საშუალებით, რომლებიც თავიანთ სათამაშოებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აგზავნიდნენ, ახალი ისტორია შექმნეს.

One Response

Leave a Reply