ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა Foodography-სგან. 

მასალა:
1 ყვავილოვანი კომბოსტო, საშუალო
3-4 კარტოფილი
ჩორიზო 100-200 გრ
250 მლ ნაღები (20%)
2 კვერცხი
მარილი
დაფქული მუსკატის კაკალი
150 გრ გახეხილი მოცარელა ან სულგუნი

1466139_683183718366329_844040639_n

მომზადება:
აადუღეთ წყალი. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით რგოლებად, კომბოსტო დაანაწევრეთ ყვავილედებად.
ბოსტნეული მოხარშეთ მარილწყალში 5 წუთი, გადაწურეთ.

ათქვიფეთ კვერცხი და ნაღები, შეურიეთ მარილი და მუსკატი (1/4 ჩ.კ). დაჭერით ჩორიზო.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ მოხარშული ბოსტნეული, მოაყარეთ ჩორიზო, მოასხით კვერცხიანი მასა და მოაყარეთ ყველი. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

Leave a Reply