ნობელის პრემიის ლაურეატი  მწერალი დორის ლესინგი,  94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესინგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა გამომცემელმა “HarperCollins”–მა გაავრცელა.  

დორის ლესინგი 1919 წელს ირანში დაიბადა. მისი მშობლები ბრიტანელები იყვნენ. 1925 წელს ოჯახი საცხოვრებლად ზიმბაბვეში გადავიდა, სადაც ლესინგმა ბავშვობა და ახალგაზრდობის ნაწილი გაატარა. 1949 წელს, როდესაც მისი მეორე ქორწინებაც წარუმატებელი გამოდგა, მწერალი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც მალევე გამოსცა პირველი რომანი.

ნობელის პრემია მან 2007 წელს აიღო.

dorislessingArgles460

Leave a Reply