პრემია ,,საუკეთესო ქართული რომანი”, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის ხელშესაწყობად დაარსა, ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. მისი  საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი მწერალი ან გამომცემლობა, რომელმაც 2012 და 2013 წელს გამოსცა ქართული რომანი.  კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით.  გაიმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს.

1470478_10201920074156153_646020492_n

2012 წელს კონკურსი ვერ ჩატარდა, შემოსული განაცხადების სიმცირის გამო. წელს მოხდება 2012 და 2013 წელს გამოქვეყნებული რომანების საერთო განხილვა და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება გაარჯვებული რომანები.

დაინტერესებულმა მწერლებმა და გამომცემლებმა ქართულად გამოცემული რომანის (ან ელ.ვერსია) 11 ეგზემპლარი უნდა გააგზავნოს უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჩოლოყაშვილის 5. პირველი სართული) 25 ნოემბრამდე.

2012 და 2013 წლის „საუკეთესო ქართული რომანი“-ს გამარჯვებულები 25 დეკემბერს გამოვლინდებიან.

საუკეთესო ქართული რომანი პირველად 2010 წელს ჩატარდა. 2010 წლის პრემიის მფლობელი გახდა აკა მორჩილაზე, ხოლო 2011 წლის-ზაზა ბურჭულაძე.

Leave a Reply