2013 წლის 21 ნოემბერს 13:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში (გუდიაშვილის ქ. N7)  გაიმართება პროექტს “2014 – წიგნიერების წელის”-ს პრეზენტაცია. საქართველოში მწიგნობრობის კულტურას თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დღეს ქვეყანაში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, აუცილებელია, შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი საჭიროებები და წიგნიერების განვითარების სფეროში დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება.

529316_281022141982393_812891746_n

2013 წლის 21 ნოემბერს გამომცემლობა „დიოგენეს“ ინიციატივით და მხარდამჭერი ორგანიზაციების მონაწილეობით დაიწყება კამპანია, რომლის ამოცანაა საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება. ამ მიზნით შეგროვდება საქართველოს მოქალაქეთა ხელმოწერები სპეციალურ პეტიციაზე, ჩატარდება აქციები და კონკურსები. პეტიციაზე ხელმოწერის კამპანია 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება შესაძლებელს გახდის საზოგადოებრივი ინტერესის ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ნებისმიერ მოქალაქეს, სახელმწიფო სტრუქტურასა თუ კერძო ორგანიზაციას გაუჩნდება უფრო ძლიერი მოტივაცია და სასიამოვნო ვალდებულება, რომ განახორციელოს კონკრეტული იდეები და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში წიგნიერების განვითარების საქმეში.

Leave a Reply