იაპონელმა ფოტოგრაფმა, ხარუხიკო კავაგუჩიმ, რომელიც Photographer Hal-ის ფსევდონიმითაა ცნობილი,  შექმნა ფოტოისტორია  შეყვარებული წყვილებისა, რომლებიც ვაკუუმურ პაკეტებში არიან მოთავსებულები. ორიგინალურ სერიაში არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალი, არამედ ჰომოსექსუალი წყვილებიც მოხვდნენ. 

jasmine_yuna

სერიაში მონაწილეობა 18-მა წყვილმა მიიღო. მათი უმეტესობა ფოტოგრაფმა მშობლიური ტოკიოს ღამის ბარებში გაიცნო. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მონაწილეთათვის მყარი ჯანმრთელობა იყო, ვინაიდან ისინი დაახლოებით 20 წამის განმავლობაში ჰაერის გარეშე იყვნენ განთავსებულები პოლიეთილენის პარკებში.

anieu_esugi maico_lime

ფოტოსესია არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. მასში შეიძლება დაინახო როგორც  რომანტიზმი ერთად ყოფნის და ერთ სხეულად ქცევის, ასევე გაგახსენდეს გაყინული ფრინველები სუპერმარკეტის დახლებიდან.

Leave a Reply