მამაკაცების ყველაზე ცნობილი ამერიკული ჟურნალი Playboy დეკემბერში 60 წლის ხდება. საიუბილეო ჟურნალის ყდაზე უკვე ცნობილია რომ ყველაზე ძვირადღირებული მოდელი და სტილის მეტრი, კეით მოსი იქნება. ჟურნალის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე საუბილეო ფოტოსესიიდან ერთი ფოტოც განთავსდა, რომელიც  მერტ ალასის და მარკუს პიგოტის გადაღებულია. 

8298_10151873395209086_1187969008_n

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს წელი საიუბილეოა არა მხოლოდ ჟურნალისთვის, არამედ თავად მოდელისთვისაც, რომელიც 40 წლის ხდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ძალები მოდის ჟურნალისტიკაში მოესინჯა და ახალი წლიდან ის ბრიტანული Vogue-ს ჟურნალისტი იქნება.

“60 წლის წინ ჩვენ ჟურნალი მერლინ მონროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ და გვინდა, ეს ნიშა არ დავკარგოთ. მსოფლიოში ცნობილ ჟურნალს ასეთივე ცნობილი სახეები ჭირდება” – ამბობს ჟურნალის რედაქტორი.

Leave a Reply