29 ნოემბერს კლუბ Riffer-ში (ყოფილი როკ კლუბი)  Lady Heroine-ს პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომი, რომელსაც “Rise and Shine” ქვია,  პრეზენტაციაზე მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა ბილეთის შეძენისას. ალბომში 11 სიმღერაა შესული.  Lady Heroine  კოტე კალანდაძის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2008 წელს ჩამოაყალიბა და 2009 წლამდე სოლო პროექტს წარმოადგენდა. 

1462929_696539467022811_464112245_n2009 წელს კოტეს პროექტს სხვა წევრები შეუერთდნენ. 2010 და 2012 წლებში  ჯგუფს  დიდ ბრიტანეთში ქონდა  საკონცერტო ტურნე. 2010 წლის  ლონდონურ კონცერტებში მონაწილეობას იღებდა  ნიკა კოჩაროვიც მოწვეული გიტარისტის ამპლუაში.

Lady Heroine კოტეს მეორე მუსიკალური პროექტია. მელომანებისთვის ის ცნობილი Nebo SSSR-ით გახდა.

Leave a Reply