მოსკოვში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ოლღა ინგურაზოვმააფხაზეთში 2011-2013 წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა და საკმაოდ საინტერესო ფოტოისტორია შექმნა, სადაც კარგად ჩანს სევდიანი რეალობა ადგილისა, რომელიც წლების განმავლობაში ტურისტებისთვის ოაზისად ითვლებოდა, ქვეყნისა, რომლის დამოუკიდებლობასაც მისი მაცხოვრებლების გარდა არავინ აღიარებს და ხალხისა, რომლებიც მყიფე იმედებით იკვებებიან. 

file (13)სკოლის მოსწავლეები, დაღუპულების საფლავები, მარტო დარჩენილი ადამიანები, 20 წლის წინ შენობებში შერჩენილი ტყვიამფრქვევები, უკაცრიელი სანაპიროები, საბჭოთა ბელადების ძეგლები სიმინდის ყანაში, დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმები და დროშები სამკერდე ნიშნად, ეს ისაა, რასაც ოლღას ფოტოებში ნახავთ.
file (10)

ფოტოგრაფს  სუბტროპიკული ოაზისისადმი ინტერესი ბავშვობიდან ქონდა. მისი ოჯახის არქივში მრავლად მოიპოვებოდა ბებია-ბაბუას შავიზღვისპირეთში გადაღებული ფოტოები, სადაც ისინი ტრადიციულად  შვებულებებს ატარებდნენ.  გარდა ამისა, ოლღა ცდილობს ფოტოგრაფია  იმ ცვლილებების ასასახად გამოიყენოს, რომელსაც პოლიტიკური და სოციალური მოვლენები  ადამიანების ყოველდღიურობაში ახდენენ. შესაბამისად, ის პოსტსაბჭოთა გარემოში ტრიალებს და ამ გარემოში მცხოვრები ხალხის პრობლემატიკისა და რეალობის შესწავლით არის დაკავებული.   

file (8)

ოლღა ამბობს, რომ  მოგონება აფხაზეთში 20 წლის წინანდელი  ომისა, ყველა კუთხეში, ყველა პეიზაჟში შეიძლება დაინახო. ყველა ოჯახში ჯერ კიდევ ცოცხალია მაშინდელი მოგონებები და ტკივილი. ვიღებ რა ამ ხალხის ცხოვრებას უკვე ორ წელზე მეტია, ისინი საკმაოდ კარგად გავიცანი და ვხედავ, რომ მათი დიდი ნაწილი ღელავს ქვეყნის ბუნდოვანი მომავალის შესახებ. მათ არ იციან, რა იქნება იზოლაციის შემდეგ. შეძლებენ კი მათი შვილები დანარჩენ სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობას?

file (1)

“სექტემბრეში აფხაზეთმა დამოუკიდებლობის 20 წლისთავი აღნიშნა.  ეს ხალხი ყოველ წელს აღნიშნავს დამოუკიდებლობას სამხედრო აღლუმით და ზარ-ზეიმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არ არსებობს, მათი პასპორტით გადაადგილება საზღვრებს გარეთ შეუძლებელია და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ სუვერენიტეტს არ ცნობს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა ადგილობრივების გარდა  მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ტუვალუმ და ნაურუმ აღიარა. აფხაზები იმედით ელიან სოჭის 2014 წლის ზამთრია ოლიმპიადას. ისინი ფიქრობენ, რომ ოლიმპიადის სტუმრები სოჭიდან მათთანაც ჩავლენ, მათ მოუსმენენ და იქნებ მათი ქვეყანაც აღიარონ, მაგრამ რამდენად რეალურია ეს შანსი?” – წერს ფოტოგრაფი პროექტის შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

file (2) file (3) file (4) file (5) file (6) file (7) file (9) file (11) file (12) file (14) file (15) file (17) file (18) file (19) file

One Response

Leave a Reply