ინტერნეტში გამოჩნდა თრეილერი ახალი ქართული ფილმისა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემაზეა გადაღებული. ფილმის რეჟისორი გიგა აგლაძეა, სცენარის ავტორი კი დათო ტურაშვილი. მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ქართველი და რუსი მესაზღვრეების ამბავს მოგვითხრობს.

მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, მიშა მესხი, ვასკა გაბაშვილი და ნინო მუმლაძე ასრულებენ. ფილმის გადაღებები გუდაურში მიმდინარეობდა.

ფილმი მუსიკოს გიგა აგლაძის მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. მისი პირველი ფილმი, “გოგონა სლაიდიდან” 2009 წელს გამოვიდა.

2 Responses

  1. Administrator

    თუ ესეც წინა ფილმს ემსგავსება, საერთოდ არ ღირს ყურება. სად, როდის, როგორ შეიძლება სრულად ნახვა ხომ არ იცი?

    Reply

Leave a Reply