20 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში “ქალთა ფონდისა” და “გეოეარის” თანამშრომლობით პროექტ  “შეუზღუდავი შესაძლებლობების” ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხა შეღზუდული შესაძლებლობების მქონე ქალების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას მოხმარდება.

,,…გოგონა ეტლიდან თმას მჭრიდა, მაკიაჟი გამიკეთა, გამომპრანჭა… ჩვენთან ასეთს ვერ ნახავ, რაც ძალიან საწყენია. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო” – ამბობს მარინა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. თუმცა, ამას და იმ სირთულეებს, რომლებსაც არაადაპტირებული რეალობა უქმინს, მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო წარმატებული დედა, მეუღლე და მოქალაქე, რომელსაც მუდმივად სურს მუშაობა, სანაცნობო წრის გაფართოება, ახალი გამოცდილების შეძენა და გაზიარება.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები  ხშირად ამბობდნენრომ სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ და უჩინარნი არიანმიუხედავად 
ამისამათ ცხადია აქვთ ოცნებებიმისწრაფებები,წარმატების მიღწევის სურვილი და განხორციელების 
იდეები.mosacvevi edited
 
 ,,რაც უფრო მეტ რამეს ისწავლი ცხოვრებაში, მით მეტი შანსი გაქვს, რომ რაღაცას მიაღწიო და საკუთარი, სასურველი საქმე აკეთო. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თვითონ საქმის შესწავლის პროცესი, გასასვლელ-გამოსასვლელი მექნება, ახალ გამოცდილებას მივიღებ, შევძლებ ახალი პროფესია მქონდეს და ახალ სამსახურზე ვიფიქრო. ეს იქნება ჩემი შემოსავლის წყარო, რაც, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა” ასე თვლის ჯუნა, პროექტის კიდევ ერთი მონაწილე.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ და გეოეარი დიდ მადლობას უხდიან ყველას, ვინც არ დაიშურა დრო და ენერგია პროექტში მიეღო მონაწილეობა და საკუთარი ისტორია ექცია წარმატებულ მაგალითად. მადლობას ასევე, ვუხდით პროექტის მხარდამჭერებს და ყველა ხელოვანს, ვინც გულუხვად შემოწირა ნამუშევრები პროექტს. 
გამოფენაში მონაწილე ნამუშევრების ნახვა პროექტის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. 

Leave a Reply