ის, რაც გარე სივრცეში ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ინაცვლებს ონლაინ სამყაროში.  უნივერსალური წესი უგამონაკლისოდ ყველა სფეროს ეხება. გთავაზობთ რეალური სამყაროს კიბერ ანარეკლებს, სადაც წარმოდგენილია ქუჩის არტი, თბილისის ქუჩებში მცხოვრები ბავშვები, სტილი, არქიტექტურა და მოდა. პროექტები ფაქტობრივად სარკეა ქალაქში მიმდინარე კულტურლი და სოციალური პროცესებისა.

  • Street Art in Georgia – გვერდი Facebook-ზე, რომელიც ქართველი ქუჩის არტისტების ნამუშევრების ერთგვარ თავმოყრას წარმოადგენს.
© დავით ნარიმანიძე

© დავით ნარიმანიძე

  • HelpMe – ქართველი ქუჩის არტისტის გვერდი  Facebook-ზე, სადაც გარდა მისი ნამუშევრებისა, თავმოყრილია სხვა ქართველი არტისტების ქუჩის აქტივიზმიც. HelpMe გეხმარება, აღმოაჩინო ახალი სამყარო იმ საგნების და მოვლენებისა, რასაც ყოველდღიურად ხედავ.
Those Two

Those Two

523894_392385634156717_161275411_n

Off Pekini Street, Tbilisi, Georgia © Onnik Krikorian 2013

Off Pekini Street, Tbilisi, Georgia © Onnik Krikorian 2013

  • ბლოგი Cation Street art Georgia – აქ განთავსებულია არა მხოლოდ ქართული ქუჩის არტისტების ნამუშევრები, არამედ მათი შესრულების პროცესი და მცირედი ისტორიები.

tumblr_moqe6ffOCd1swcd2no10_1280tumblr_mrbyh3hOYi1swcd2no2_1280

  • თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრი – თავისუფალი, ღია და დამოუკიდებელი სივრცე, ადგილი სადაც ყველა ადამიანს შეეძლება გამოხატოს საკუთარი თავი, იფიქროს, შექმნას და მიიღოს ახალი შთაგონება. პროექტი ამჯერად იყენებს იპოდრომზე არსებულ ძველ შენობას, რომელიც გარკვეულწილად გადაკეთდა სახელოვნებო-საგამოფენო სივრცის შესაბამისად.

1469801_1434706246742349_1846904595_n

  • post.  - ბლოგი, სადაც ქალაქის ქუჩის კონცეპტუალური ფრაგმენტებია თავმოყრილი. კედლები, წარწერები, სარეკლამო პლაკატები, საღებავები, მცენარეები, ფანჯრები და აივნები ქალაქის ტექსტურის საინტერესო სურათს ქმნის.

tumblr_m0x7mlpy8c1qi3vboo1_500tumblr_majhvxA6fz1qi3vboo1_r2_500

  • Port ave –  პროექტი თბილისის ქუჩის სტილზე, რომლის ობიექტივშიც მეტ-ნაკლებად გამორჩეულად ჩაცმული ადამიანები ხვდებიან თბილისის ქუჩებიდან.

1010049_414012585381519_1059662641_n

 

თუ თქვენ იცით მსგავსი საინტერესო რესურსები, აუცილებლად გაგვიზიარეთ.

Leave a Reply