1931 წელს “კოკა-კოლამ” პირველი საშობაო ვიდეო რგოლი გადაიღო. მას შემდეგ კომპანიებმა ნელ-ნელა ტრადიციად აქციეს თავიანთი მომხმარებლების სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საშობაო რეკლამების გადაღება. გთავაზობთ საუკეთესო რგოლებს, რომელიც 2013 წელს ცნობილმა ბრენდებმა გადაიღეს. 

  • John Lewis – საოჯახო ნივთების ონლაინ მაღაზია, რომელიც ყოველწლიურად მომხმარებელს ახალ სლოგანს და ახალ საშობაო ვიდეორგოლს სთავაზობს, წელს დათვისა და კურდღლის მეგობრობის გულისამაჩუყებელი ამბავს ყვება. ვიდეოს, რომელიც ერთი თვეც კი არ არის, რაც გამოვიდა, Youtube-ზე უკვე თითქმის 12 მილიონი ნახვა აქვს.
  • Apple – ლეგენდარული კომპანია, რომელიც ძალიან იშვიათად იღებს სარეკლამო რგოლებს, მაგრამ თუ იღებს, გულგრილი ვერავინ რჩება. წელს სტივ ჯობსის დაარსებული კომპანიის სარეკლამო რგოლში ოჯახური შობა მოხვდა. ვიდეოს ანგარიშზე ამ დრომდე 6 მილიონზე მეტი ნახვაა.
  • Baileys – ჩაიკოვსკის მაკნატუნას თანამედროვე ვარიანტი დრამატული სცენებით და სლოგანით, გაატარო დრო სასიამოვნოდ გოგონებთან ერთად შობას. ვიდეო უკვე ნახა 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა.
  • Marks & Spencer –  ალისას ფაბულაზე გადაღებული ვიდეორგოლი შობა ღამეს უჩვეულო სამყაროში მოგზაურობის ამბავს ყვება და მაგიის არსებობაში გვარწმუნებს.
  • Lidl – სუპერმარკეტების ქსელი 30 წამში საახალწლო სუფრას გაგიშლით. გემრიელი მზა საკვები საჩუქრების კოლოფებშია განთავსებული.
  • Debenhams – წვეულება, ბრწყინვალე გარემო, განსაკუთრებული სტილი და სადღესასწაულო ქალაქი- ყველაფერი, რაც შეიძლება ინატრო საშობაოდ.
  • Boots – კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის მაღაზიათა ქსელი, რომლის საახალწლო რგოლშიც მოზარდი სახლიდან ჩუმად იპარება მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების საჩუქრების გასაკეთებლად.
  • Dolce & Gabbana – ცნობილმა მოდის სახლმა ანიმაცია გადაიღო, სადაც მილანიდან ნიუ-იორკამდე მფრინავ სუნამოზეა აქცენტი გაკეთებული.

Leave a Reply