გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საშობაო წირვის დროს რადიკალური ფემინისტური მოძრაობა “Femen”-ის ერთ-ერთი წევრი, 20 წლის ჟოზეფინა, რომელიც ღვთისმსახურებისას ტაძარში მორწმუნეებთან ერთად პირველ რიგში იჯდა ტყავის პალტოთი და თავსაფრით, მოულოდნელად გაშიშვლდა და  საკურთხეველზე ავიდა შეძახილით, “ჩვენი ღმერთი ქალია”. აქტივისტს, მკერდზე წარწერა ქონდა – “ღმერთი ვარ”. გოგონა სასულიერო პირებმა ტაძრიდან გაიყვანეს და სამართალდამცავებს გადასცეს.

კარდინალმა მასნერმა მესის დასრულების შემდეგ ქადაგებაში ჟოზეფინას “საწყალი ავადმყოფი ქალი უწოდა”. ჟოზეფინას ბრალს სავარაუდოდ ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლის ბრალით წაუყენებენ.

“ფემენის” წევრების განმარტებით მონოაქცია კათოლიკურ ეკლესიაში კაცების მონოპოლიის წინააღმდეგ იყო მიმართული. სოციალურ ქსელებში მას არაერთგვარი გამოხმაურება მოყვა. Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები აქციას ეიფორიულს და პათეტიკურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქციები უფრო გამართლებული იქნება იქ, სადაც ადამიანის უფლებები ნაკლებად არის დაცული და ქალები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე გერმანიაში. სხვების შეფასებებით კი აქცია სრულიად გამართლებულია და დროა მსოფლიომ მოუსმინოს ქალებს.

1521401_272843686202622_958540521_n

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა მსგავსი აქციები გამართეს რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგაც, სლოგანით “მოკალი კირილი” და სტოკჰოლმში – სლოგანით “რელიგია მონობაა”

Leave a Reply