გასული წლის შეჯამებასთან ერთად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რას კითხულობდა ჩვენი მკითხველი 2013 წელს.

გთავაზობთ 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას. 

1. ფოკუსი ქალების საძინებელზე

იტალიელი ფოტოგრაფის, გაბრიელა გალიმბერტის  ფოკუსში ქალების საძინებლების ფანჯრები მოხვდა. პროექტი შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოს, 5-ივე კონტინენტს აერთიანებს, არგენტინიდან ზიმბაბვემდე, ფეშენებელური ბინიდან უფანჯრო მიწურებამდე, ფუნდამენტალისტი დუბაიელი ქალიდან თავისუფლად მცხოვრები ბრაზილიელ  წყვილამდე, ყველაფერი აქ იყრის თავს.

2. ლოდინი – ოჯახური ისტორიები 

რუსი ფოტოგრაფის, ჟანა რომანოვას ფოტოსერია “ლოდინი” 40 ამბავს ყვება ოჯახებისას, რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან. 40 შერჩეულია კვირათა რაოდენობის მიხედვით, რაც ნაყოფს დედის მუცელში ყოფნისთვის ჭირდება.  თითოეულ ფოტოზე ასახულია მძინარე წყვილი – კაცი & ორსული ქალი. 

3. სხეულის ილუზია

ჩიკაგოელმა გრაცია ჰაგენმა შექმნა ფოტოსერია სახელწოდებით – “სხეულის ილუზია“, რომელიც აერთიანებს შიშველ მოდელებს კონტრასტულ პოზებში. მარცხენა მხარეს მოდელის “ლამაზი” ფოტოა განთავსებული, მარჯვება მხარეს “უშნო” – ჩამოწეული მკერდით, დახრილი მხრებით, მოშვებული მუცლით და უმაკიაჟო სახით.

4. სილამაზე ყველა სხეულში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა, მეთ ბლუმმა 2005 წელს დაიწყო ფოტოგრაფირება  ქალებისა, რომლებიც არც ისე ახლოს იყვნენ მოდელების გარეგნობასთან და  იდეალურად მიჩნეულ პარამეტრებთან. ბუნებრივ სილამაზეზე აქეცნტის გასაკეთებლად  მეთიუმ ქალები მაკიაჟის, სამკაულებისა და ტანსაცმელის გარეშე გადაიღო, მათთვის ბუნებრივ გარემოში, სახლებსა და სამსახურებში.

5. 14 მსახიობის ორგაზმი

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის, “ნიმფომანიაკის”  მხარდამჭერი 14 პოსტერი, სადაც გამოსახულები არიან მსახიობები ორგაზმისას. ფილმი, რომელშიც შარლოტა გინგსბურგის გარდა უმა თურმანი, ჯემი ბელი, უილიამ დეფო და სხვა მსახიობები თამაშობენ, ეროტიული დრამა იქნება.

6. 5 ურბანული ინტერნეტპროექტი

ურბანული ყოფის ის ელემენტები, რომელიც ყოველდღიურობასა და რუტინაში უმეტესობის მიერ ძირითადად შეუმჩნეველი რჩება, ხშირად საინტერესო ასახვას პოულობს ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 5 ურბანულ პროექტს, რომელიც აერთიანებს ქალაქის ხმას, ქართულ ანბანს, იდიომებს თბილისის რუკაზე და ხალხს, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს.

7. სექსი და იუმორი იაპონურ ხელოვნებაში

ბრიტანეთის მუზეუმში იაპონური ეროტიული არტის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 1600-1900 წლებში შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე შუნგას (იაპონური ხელოვნების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, რომელიც სექსუალური შინაარსის ნამუშევრებს აერთიანებს) სტილი სხვადასხვა ფორმატით, –  ნახატებით, წიგნების ილუსტრაციებით, გრავიურებით და  ნაქარგებით არის წარმოდგენილი. 

8. სვანეთი XIX საუკუნეში 

სვანეთი, როგორც იდუმალი და ცივილიზაციისგან შორს მყოფი, ავთენტური ადგილი ხშირად ხვდება ფოტოგრაფებისა და ალპინისტების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფოტოისტორია სვანეთის შესახებ იტალიელმა ვიტორიო სელამ შექმნა, რომელმაც 1889-1890 წლებში მოაწყო ექსპედიცია სვანეთში.

9. წითელი მოგზაურობა 

ნიკ ჰანესი ბელგიელი ფოტოგრაფია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში შემავალ 15 ქვეყანაში იმოგზაურა და ფირზე აღბეჭდა. 

10. ჩემი, ჩვენი გრძელი და ნათელი დღეები 

“გრძელი ნათელი დღეები” ვნახე გუშინ. კიდევ უნდა ვნახო. თუ რამე დამეჯერება, ასეთი ნამდვილი, არანაყალბევი ქართული “90-იანური” ფილმი მე არ მინახავს. ჩვენზეა ფილმი…. სკოლის მერე, ვინმესთან შეყრილი საგოგოეთი, პიანინოს გრიალი და მრავალხმაში სიმღერა, მოფრიალებული ფანჯრები. უბნის საეჭვო, ძალიან საეჭვო და “ისე რა” ტიპები. გაღიზიანებული მშობლები… ცისფერი კაფელი, სიშავეშეპარული პარკეტი. ურთიერთობები, რომლებიც აღარ გვაქვს… დაბღვერილი მოზარდები, უხასიათობა, საოცარი გასართობები…

Leave a Reply