წელიწადზე მეტი დედამიწის გარშემო, ყოველ ახალ ლოკაციაზე ახალი მასპინძელი, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ  დაგითმოს ღამის გასათევი ადგილი, ასობით ახალი ისტორია და ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად ეცნობი – იტალიელმა ფოტოგრაფმა გაბრიელა გალიმბერტმა, რომელსაც ეკუთვნის ფოტოისტორია ქალების საძინებლებზე, ხუთ კონტინენტზე ქაუჩსერფინგის საშუალებით იმოგზაურა. გაბრიელას ფოტოისტორიები  კულტურათა შორის სხვაობებსა და სხვადასხვა სოციუმებს შორის ინდივიდების ცხოვრების თავისებურებებს ასახავს. ქაუჩსერფინგი მას სწორედ განსხვავებული კულტურების უკეთ შესწავლაში დაეხმარა.

ნორვეგია - ბერგენი

ნორვეგია – ბერგენი

ქაუჩსერფინგი, იგივე დივნის მაძიებელთა ქსელი,  მსოფლიოში 2 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს 230 ქვეყნიდან. ეს არის თავისუფალი გაერთიანება იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან მათ ქალაქში ან სოფელში ჩამოსულ მოგზაურებს  ყველანაირი გადასახადის გარეშე დაუთმონ   სივრცე საკუთარ სახლში.

ტაილანდი - ბანგკოკი

ტაილანდი – ბანგკოკი

ქაუჩსერფერები ერთმანეთს ვებ გვერდის საშუალებით უკავშირდებიან, რომელზე დარეგისტრირებაც  თავისუფალია ყველა მსურველისთვის. საიტი დღეში 20 მილიონამდე ვიზიტორს ითვლის და 33 სხვადასხვა ენაზე ფუნქციონირებს. ვებ გვერდის დახმარებით მოგზაურებს მსოფლიოს 70 000-ზე მეტ დასახლებულ ადგილას შეუძლიათ ღამის გასათევის პოვნა. 

მალტა

მალტა

5 კონტინენტის მოვლას გაბრიელამ წელიწადზე მეტი მოანდომა. ამ ხნის განმავლობაში მან გაიცნო უამრავი ადამიანი:  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მეპატრონე ტეხასიდან, ოჯახი სიჩუადან, სადაც ფერმერების 4 თაობა ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდა, ნუდისტი წყვილი უკრაინიდან, ევანგელისტი პასტორი  ბოტსვანადან და სხვა მრავალი.  გაბრიელა, ისევე როგორც ყველა ქაუჩსერფერი, ირწმუნება, რომ მოგზაურობის ეს მეთოდი გარდა იმისა, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის, საუკეთესო გზაა ახალი და საინტერესო ისტორიების შესაგროვებლად, სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების წესის ასათვისებლად, კულტურების უკეთ გასაგებად. 

მალაიზია

მალაიზია

გაბრიელამ ფირზე ასახა ყველა ის ოჯახი, რომელმაც მას ღამის გასათევი დაუთმო. ფოტოისტორია მართლაც საინტერესოა და მკაფიო სურათს იძლევა ამა თუ იმ რეგიონის მაცხოვრებლების შესახებ.

ლატვია

ლატვია

დუმაი

დუმაი

ინდონეზია - ჯაკარტა

ინდონეზია – ჯაკარტა

ეთიოპია - ადის აბება

ეთიოპია – ადის აბება

ბრაზილია - სან-პაულო

ბრაზილია – სან-პაულო

 

მაროკო

მაროკო

სტამბული

სტამბული

ბოლივია

ბოლივია

ბრაზილია

ბრაზილია

ფიჯის კუნძულები

ფიჯის კუნძულები

საფრანგეთი

საფრანგეთი

იოჰანესბურგი - სამხ.აფრიკა

იოჰანესბურგი – სამხ.აფრიკა

მექსიკა

მექსიკა

ისლანდია - რეიკიავიკი

ისლანდია – რეიკიავიკი

შვეიცარია - ჟენევა

შვეიცარია – ჟენევა

Leave a Reply