მანანა ქველიაშვილის ფოტოპროექტი – “Cup Story” სხვადასხვა დროს გადაღებულ სხვადასხვა ფინჯნებს აერთიანებს. ერთი შეხედვით ყოველდღიური ნივთი სხვადასხვა დღეების ამბებს ყვება. “არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ნოემბრის იმ ნაცრისფერ დილას, როცა ორი წლის წინ,  პირველი cup story გადავიღე.  განსაკუთრებული მიზანი იმ მომენტში არ მქონია.  რეალობის ამოტუმბვა მინდოდა და არ გამომდიოდა.”- ამბობს მანანა.

 

 These, to be sure, were farfetched hopes, hopes born of despair, but hope is, after all, mostly for the desperate

These, to be sure, were farfetched hopes, hopes born of despair, but hope is, after all, mostly for the desperate

მეორე დილით, 27 ნოემბერს, თოვლი მოვიდა. მაღალმთიანი ქალაქი იმ დღიდან კიდევ სამი თვე იყო  ყინულისა და თოვლის საფარქვეშ. არაფერი არ იცვლებოდა ამ დროის მანძილზე. ჩემი ფინჯნებისა და განწყობის გარდა.

Each night, when I go to sleep, I die. And the next morning, when I wake up, I am reborn

Each night, when I go to sleep, I die. And the next morning, when I wake up, I am reborn

2 4 5

მერე შეიცვალა ქალაქი. ახალი ფინჯნები, ახალი ადამიანები გაჩნდნენ და ჩაისაც ორთქლი აუვიდა. სუნთქვა დაიწყო. 

Be the change that you wish to see in the world

Be the change that you wish to see in the world

9

მოგვიანებით  ლიმონიანი ჩაი ყავამ ჩაანაცვლა. ყველაფერი შეიცვალა.

 Whatever you do will be insignificant, but it is very important that you do it

Whatever you do will be insignificant, but it is very important that you do it

მერე მოვიდა შემოდგომა.

  Do not go with the flow. Be the flow

Do not go with the flow. Be the flow

მერე აღმოჩენების დრო დადგა. საავადმყოფოშიც კი შეიძლება ყავას ყავის გემო ჰქონდეს და მე მისი კადრად აღქმის უნარი.

  Open your eyes, open your mind, open your thoughts - Don't stay behind

Open your eyes, open your mind, open your thoughts – Don’t stay behind

12

Be silent, Only the Hand of God Can remove The burdens of your heart

 

მერე მეგობარს მოუკვდა თევზი.  ჩვენ   იმ დილით ვსვამდით ყავას და ვბჭობდით კანონზომიერებაზე რომელიც უხეშად ასე ჟღერს –  „საფლავში არავინ არავის არ ჩაჰყვება“

 

 The sun comes back every day with new and powerful secrets

The sun comes back every day with new and powerful secrets

მერე ისევ ნახევრად ცარიელი ჭიქების სეზონი დადგა. მწვანე ყავა – შავი ყავა.

 If I had no sense of humor, I would long ago have committed suicide.

If I had no sense of humor, I would long ago have committed suicide.

 

The future depends on what you do today

The future depends on what you do today

დღეები გადიოდა და დასასრული არ უჩანდა  ნახევრად ცარიელი ჭიქების სეზონს.

 

 Truth is one, paths are many

Truth is one, paths are many

მერე იყო დილა მთაში. ყავა და შინდის კომპოტი კიდევ. მთაში დალეული ყავის გემო არასდროს გავიწყდება. ქალაქში დაბრუნებული, იმ გემოს ეძებ, ეძებ და ბოლოს ისევ მთაში პოულობ. 

 Action expresses priorities.

Action expresses priorities.

ახლა?

ახლა ნახევრად სავსე ჭიქების სეზონია. ზამთარია, მაგრამ თბილა. მზეა.  ზღვა ლურჯია და მშვიდი.

ესეც ბათუმური ყავა, როგორც ასეთი.

21

Yesterday I was clever, so I wanted to change the world. Today I am wise, so I am changing myself.

2 Responses

  1. mecmikvarkhar

    სულ დავდევდი ამ ფოტოებს და ვალაიქებდი :) მაგრამ ერთად კიდევ უფრო მეტად მომწონს

    Reply
  2. ანუკა))

    ძალიან მომეწონა ფოტო-სთორი, თავის აღწერებიანად)))მანანა არის გოგო, რომელიც გიმტკიცებს რომ კადრი შეიძლება დაინახო ყველგან და ყველა ყავის ფინჯანს, მართლა თავისი, საკუთარი ისტორია აქვს.

    Reply

Leave a Reply