ინგლისის ცხოვრება 86 წლის შუალედით ერთ ფილმად გააერთიანა საიმონ სმიტმა, რომელმაც 1927 წელს გადაღებული დოკუმენტური კადრებისა და თანამედროვე  რეალობის კომპილაცია შექმნა. საიმონის ინსპირაცია გასულ საუკუნეში მოღვაწე  რეჟისორის, კლაუდია ფრიზ-გრინის დოკუმენტალისტიკა გახდა, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ინგლისის გარშემო მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური მასალა შექმნა.   The Open Road – ასე ქვია კლაუდიას 1927 წელს გამოსულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც ინგლისელებისთვის განსაკუთრებით საყვარელ ადგილებს აერთიანებს. სწორედ კლაუდიას გავლილ ღია გზას გაყვა საიმონი 87 წლის შემდეგ,  იგივე ადგილები მოინახულა, ფირზე ასახა და საბოლოოდ ერთ ნამუშევრად შექმნა, სადაც კარგად ჩანს, როგორ იცვლება ქალაქების ტექტსურა, ტემპი, ცხოვრების სტილი, ესთეტიკა  და აქ მცხოვრები ადამიანები. 

2 Responses

Leave a Reply