“მებრძოლთა კლუბი” 1999 წელს გადაიღო დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც ჩაკ პალანიკს ეკუთვნის. რომანი 1996 წელს გამოიცა პირველად და მალევე იქცა ბესტსელერად. “მებრძოლთა კლუბის” წაკითხვა ქართულადაც არის შესაძლებელი. 2012 წელს  რომანი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა. გთავაზობთ 20 ფაქტს, რომელიც როგორც წესი მაყურებელთათვის შეუმჩნეველი რჩება/

    1. ფილმის დასაწყისში მეორე გაფრთხილება, რომელიც ერთი წამით ჩნდება.enhanced-buzz-8724-1389332638-0
    2. ფილმის რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა განაცხადა რომ, ფილმის ყველა კადრში როგორც მინიმუმ ერთი „სთარბაქსის“ ჭიქაა.enhanced-buzz-32617-1389333655-7
    3. ტაილერ დერდენის გმირის გაცნობამდე, ის მინიმუმ ოთხჯერ ჩნდება ეკრანზე.
    4. ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი უყურებს რეკლამას, რომელშიც ბრედ პიტია გადაღებული.
    5. გამოქვაბულის სცენაში პირიდან გამომავალი ორთქლი ლეონარდო დიკაპრიოს ეკუთვნის. ის „ტიტანიკიდანაა“ ამოჭრილი.
    6. ბრედ პიტს არ სურდა, რომ მის მშობლებს „მებრძოლთა კლუბი“ ენახათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. მშობლებმა გადაწყვეტილება   ამ სცენის შემდეგ ინანეს.
    7. გადაღებების დაწყებამდე ბრედ პიტმა და ედუარდ ნორტონმა ბოქსისა და საპნის კეთების გაკვეთილები მიიღეს.
    8. IMDB-ის ინფორმაციით, ბრედ პიტმა სტომატოლოგს მიმართა როლისათვის წინა კბილის მოსახერხად.
    9. ჰელენა ბონემ კარტერი რომლის სიმაღლე 157 სანტიმეტრია, იძულებული იყო ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა, რათა ბრედ პიტის და ედუარდ ნორტონის მხარდამხარ ეთამაშა.
    10. მან სთხოვა ვიზაჟისტს მისი მაკიაჟი ძალიან ზედაპირულად გაეკეთებინა, რადგანაც ფიქრობდა რომ მისი გმირი დიდ ყურადღებას გარეგნობას არ მიაქცევდა.
    11. მღვდლის გაწუწვის სცენაში კადრი ირხევა, გადაღებისას ოპერატორმა სიცილი ვერ შეიკავა.
    12. ბრედ პიტზე არჩევანის გაკეთებამდე, პროდიუსერები ტაილერის როლში რასელ ქროუს მოიაზრებდნენ.
    13. ედუარდ ნორტონის პარალელურად კი შონ პენისა და მეთ დეიმონის კანდიდატურები განიხილებოდა.
    14. კორტნი ლავმა, ვაინონა რაიდერმა, რიზ უიზერსფუნმა და მიშელ ჯელარმა მარლა სინგერის როლის შესრულებზე უარი განაცხადეს.
    15. ბრედ პიტს და ჰელენა ბონემ კარტერს 3 დღე დასჭირდათ მათი სექსუალური სცენის გახმოვანების ჩასაწერად.

16. ეს ფრაზა, რომელსაც მარლა სექსის შემდეგ ეუბნება ტაილერს, სცენარში სხვანაირად ჟღერდა : „მე შენგან აბორტი მინდა“, თუმცა პროდიუსერმა ჩათვალა რომ ზედმეტად აგრესიული იყო და შეცვლა მოსთხოვა. შედეგად  „უნივერსიტეტის შემდეგ არავის მოვუტყნივარ ასე“ მივიღეთ.

17. ამ  სცენაში სადაც ედუარდ ნორტონის გმირმა ტაილერს უნდა „დაარტყას“ …. დევიდ ფინჩერმა ბოლო მომენტში ედუარდ ნორტონს სთხოვა ნამდვილად დაერტყა მისთვის. ბრედ პიტის ტკივილი და რეაქცია რეალურია, რაზეც ნორტონის ღიმილიც მეტყველებს.

18. მებრძოლთა კლუბში სიტყვით გამოსვლისას ბრედ პიტი როკვარსკვლავებს ახსენებს. ამ დროს ის ჯარედ ლეტოს უყურებს. ფილმის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე ჯარედ ლეტომ ჩამოაყალიბა ჯგუფი 30 Seconds to Mars, რომელიც დღეს რამოდენიმე პლატინის დისკის მფლობელია.

19. ბობის მკერდისთვის დამაჯერებლობის შემატების მიზნით ის რატომღაც მარცვლეულით გაავსეს. გადაღებებზე მისი „მკერდი“ 45 კილოგრამამდე იწონიდა.

20. და ბოლოს, ფინალურ სცენაში ჩასმულია მამაკაცის გენიტალიის კადრი, ისე როგორც ამას ტაილერი კინომექანიკოსად მუშაობისას აკეთებდა.

One Response

Leave a Reply