სოციალური ქსელი  Vine დღეს თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად თვითერმა ვებ გვერდი შექმნა, რომელიც გასული წლის ერთგვარი შეჯამებაა – საიტი აერთიანებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს. 

year_on_vine_image_0საიუბილეო საიტი ერთადერთი სიახლეა არ არის, რასაც ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს. Vine, რომელიც აქამდე მხოლოდ მობილური აპლიკაციის ფორმით ფუნქციონირებდა, ახლა უკვე ვებ მომხმარებლებს კომპიუტერებიდანაც აძლევს წვდომის საშუალებას შემდეგ – vine.co ამ მისამართიდან. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამ ეტაპზე საიტს  მობილურ ვერსიასთან შედარებით აქვს, არის ის, რომ ვიდეოს გადაღება ვებ კამერით რეალურ დროში შეუძლებელია. მხოლოდ იმ ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი, რომელიც უკვე ჩაწერილია.

Vine თვითერის მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც  მაქსიმუმ 6 წამის ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღებისა და გაზიარების საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომელთა რაოდენობა 40 მილიონს აღწევს. თუმცა რეგისტრირებული მომხმარებლებიდან აქტიური მხოლოდ 13 მილიონია.

Leave a Reply